შაბათი, 16.12.2017, 13:54
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 3 » 10:10 03.10.09 - ალექსანდრე ლუკაშენკო - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში რუსეთის გარკვეულმა ძალებმა ხელი შეგვიშალეს
10:10 03.10.09 - ალექსანდრე ლუკაშენკო - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში რუსეთის გარკვეულმა ძალებმა ხელი შეგვიშალეს
15:09
ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთში გარკვეულმა ძალებმა მინსკს თავის დროზე ხელი შეუშალეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა გუშინ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმაში, რომ ჩვენ ჯერ არ გვიღიარებია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, თავად მოკავშირეა დამნაშავე. ვიღაცას რუსეთში სურდა, არ გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის კონტროლირებადმა მედიამ ბრალი დაგვდო, რომ მოსკოვმა 500 მილიონი არ მოგვცა და ჩვენც ამიტომ არ ვაღიარეთ. მაშინ მე ვთქვი - „შეჩერდით, ასე ვერ იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან რუსულ მხარეს მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ამ საკითხს გაარკვევს“.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღაიარებასთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ს ზეწოლას, ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა - „მე მივმართე ამერიკასა და ევროპას კითხვით, თქვენ შეგვიცლით რუსეთს? მათ გვიპასუხეს, - „არა“. მაშინ მე ვკითხე, აბა რატომ ახორციელებთ ჩვენზე ზეწოლას?“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელორუსსა და აფხაზეთს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ, ხოლო თავად აფხაზეთში „კარგ ადამიანად“ ითვლება.


„ინტერპრესნიუსი“
ნანახია: 452 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017