ოთხშაბათი, 17.01.2018, 15:30
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 12 » 10:42 11.09.09 - გურგენიძე და ბენდუქიძე ”სახალხო ბანკის” სამსახურში?!
10:42 11.09.09 - გურგენიძე და ბენდუქიძე ”სახალხო ბანკის” სამსახურში?!
20:59
[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს საბანკო სექტორში მორიგი დიდი გასხვისება იგეგმება და ამჯერადაც ”სახალხო ბანკს” უკავშირდება. მართლაც, ამ ბანკის ირგვლივ ბოლო დროს დიდი ვნებათაღელვაა. უკვე ყველგან საუბრობენ, რომ მას ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძე დაეპატრონება. თუმცა, ექსპრემიერი მარტო არ იქნება და მას გვერდს კახა ბენდუქიძეც დაუმშვენებს.

რამდენად შეძლებს ლადო გურგენიძე კიდევ ერთი გაპარტახებული ბანკის აღორძინებას, ძნელი სათქმელია. ერთი რამ აშკარაა, მთავრობის ყოფილ მეთაურს ბანკისადმი რაღაც მნიშნველოვანი ინტერესი მართლაც აქვს, რადგან გურგენიძეს ბანკში ხშირად ხედავენ. გარდა ამისა, შესაძლოა, ”საქართველოს ბანკის” რამდენიმე თანამშრომელი ”სახალხო ბანკში” გადავიდეს.

საუბარია მათზე, ვინც ყოფილი პრემიერის ლადო გურგენიძის საქართველოს ბანკში მოღვაწეობის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ. კულუარული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა შესაძლოა, თავად სახალხო ბანკში გენერალური დირექტორი შეცვალოს. ამ დროისთვის საკადრო გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ”სახალხო ბანკში” არ ადასტურებენ.

მართალია, ცოტა ხნის წინ ლადო გურგენიძემ ”სახალხო ბანკთან” კავშირი უარყო, მაგრამ მალევე წამოტივტივდა სხვა ინფორმაცია. კერძოდ ის, რომ გურგენიძე-ბენდუქიძეს არა ”სახალხო ბანკი”, არამედ მისი შენობა აინტერესებთ. როდესაც ბანკს დაითავისებენ, შენობაც მათი საკუთრებაში გადავა, ხოლო თავად ”სახალხოს” დროთა განმავლობაში პროფლს შეუცვლიან და საბანკო საქმიანობას ჩამოაშორებენ.

საერთოდ, ბოლო ჟამს ლადო გურგენიძის ირგვლივ მედიაში ურთიერთგამორიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. კიდევ ერთი გამოჟონილი ცნობის თანახმად, გურგენიძე, შესაძლოა, საქართველოს მთავრობაში ისევ დაბრუნდეს და საკმაოდ სერიოზული პოსტიც შეითავსოს.

რაც შეეხება ”სახლხო ბანკს”, მისი აქციები ბოლო დროს მკვეთრად გაძვირდა. ამიტომაც, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბროკერო კომპანია ”გალთ ენდ თაგართი”, რომელიც ”საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანიაა, ”სახალხო ბანკის” გაყიდვის რეკომენდაციას იძლევა.

ამ რეკომენდაციით საბროკერო კომპანია მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბანკის აქციები რეკორდულად, 190%-ით გაძვირდა. ”სახალხოს” ერთი აქციის ფასმა 12 თეთრს უწია, ეს მაშინ როცა წლის დასაწყისში ბანკის ერთი აქცია 1 თეთრად გაიყიდა.

ექსპერტებს ეს ყველაფერი მეტად საეჭვოდ მიაჩნიათ. მათი აზრით, საფონდო ბირჟაზე ”სახალხო ბანკის” აქციებზე ფასების ზრდას სწორედ ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ხმებს უკავშირებენ და ისინი ბანკის აქციონერებს შორის ყოფილი პრემიერის ლადო გურგენიძის გამოჩენას უკავშირდება.

საბოლოოდ, ”გალთ ენდ თაგართის” ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ბანკის აქციები საბალანსო ღირებულებაზე 11-ჯერ მეტად იყიდება. ეს კი ბანკის ფინანსური მდგომარეობის ადეკვატური არ არის. საბროკერო კომპანიის ანალიტიკოსების აზრით, ბანკის აქციების ფასი 5 თეთრის მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს.
presa.ge
ნანახია: 488 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2018