ოთხშაბათი, 18.10.2017, 12:02
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 12 » 11:18 12.09.09 - აქტივისტების ოცნება
11:18 12.09.09 - აქტივისტების ოცნება
16:43
[ლევან სეფისკვერაძე]
დარბიან! მირბიან... მორბიან... გადარბიან... გადმორბიან... ასეთია პილიტიკური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტების ბედი. ზოგს ხელში დროშა ან პლაკატი უჭირავს და მაქსიმალური შუბლშეკვრით და პირმოკუმვით დგას მანიფესტაციაზე. ზოგი აშკარად გაუგებრობაში მოხვედრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და მათთვის ნამდვილად ალალია ერთი კარგი ჩამკირკიტებელი ჟურნალისტის მისვლა, რომელიც ჰკითხავს: რას მოითხოვ და რას აპროტესტებო?

ამ დროს შემთხვევითი აქტივისტები ბრაზდებიან და უფრო მეტად იკრავენ შუბლს. არადა ცხელა, პაპანაქებაა და მათი თანატოლები ამ დროს დიდ “ღვინისძიებაში” არიან. ანდა სულაც სიგარეტის კვამლისაგან გაბუღულ ოთახებში სხედან და პორნო-საიტებზე დაძვრებიან. ესენი კი მზეში და მტევერ-ბუნგალში დგანან. გაოფლილ ხელებში მაგრად ჩაუბღუჯავთ დროშის ტარი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ გულში პირველ რიგში იმ აქცია-მანიფესტაციის მომწყობთ აგინებენ.

ამასობაში გამოჩნდება მოძველებული, საბჭოური წარმოების ფურგონი, საიდანაც მოცელწამოზრდილი, ხინკლის სუნის მფრქვეველი ბიძა-კაცი გადმოდის და მომიტინგეებს ხაჭაპურებს და ორცხობილებს ურიგებს. ერთ-ერთი მომიტინგე ტყავის ქურთუკის ჯიბიდან არაყის ნაკლულ ბოთლს იღებს, პლასტმასის ჭიქაში ჩასხმა ეზარება და ეგრევე ბოთლიდან სვამს. სხვები თვალს არიდებენ.. აქტივისტები ჩუმად, გაბოროტებით ილუკმებიან.

ერთ-ერთი აქტივისტის კარის მეზობელს ემა ჰქვია. ემა ერთი ანჩხლი, გაბოროტებული, ყველაპარტიამოვლილი ქალია, რომელიც სარეცხს სწორედ მაშინ ფენს, როცა დაბლა სართულზე მცხოვრებ ნარგიზასთან საყვარელი მიდის. ეს ყველა მეზობელმა იცის და ყველა ელოდება ემას სარეცხის გაფენას. ემას ამ ქვეყნად მხოლოდ მეზობლად მცხოვრები აქტივისტი უყვარს, რადგან აქტივისტიც მასსავით მრავალპატრიამოვლილია და მასსავით ცხოვრებაზეა გაბოროტებული.

“ის” მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ და არც ერთი დარჩა კმაყოფილი. მოგეხსენებათ, “მაი საქმე” ნამეტანი ძნელია იმ ოთახში, რომლის კედლებზე გაკრული სურათებიდან “ერის მამები” და “დიდი პოეტები” გადმოგცქერიან. სტალინის ან მაქსიმ გორკის (თუნდაც ფოტოსურათის) წინაშე ტიტლიკანობა აბა რა საკადრებელია?!

მეორე აქტივისტს სახლში მხოლოდ მაღალწნევიანი ბებია ჰყავს. მშობლები აღმოსავლეთ ევროპის ერთ, ჩვენზე უფრო განვითარებეულ ქვეყანაში არიან სამუშაოდ წასული. ბებია ბალიშის ქვეშ საბჭოური წითელი თუმნიანების მოზრდილ შეკვრას მალავს და დღემდე სჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ეს თუმნიანები მათი შემქმნელების დარად ფუნქციას დაიბრუნებენ და ბავშვობაში შვილიშვილისათვის შეპირებული მოტოციკლის ყიდვას სწორედ ამ ფულით აპირებს. რაღა დასამალია და, აქტივისტს მშობლებზე მეტად ბებია უყვარს. ბებიას კი, შვილზე მეტად შვილიშვილი.

მესამე აქტივისტი 25 წლის გოგოა. იგი მიტინგებზე არასოდეს დადის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი პარტია ხელისუფლებაშია. ზის ხოლმე თავის კოხტად მოწყობილ ოფისში და რვიდან ხუთი საათის განმავლობაში “მაუსს” უაზროდ ათამაშებს კომპიუტერის სამუშაო დაფაზე. სვამს უზომოდ ბევრ ყავს და დღეში ერთხელ ამოწმებს ელ-ფოსტას, რომელზეც წერილებს ფსევდოპარტნიორები და ფსევდომეგობრები სწერენ.

სამსახურის მერე მიდის სახლში. რის ვაი ვაგლახით იხდის იტალიურად შესაღებულ, ინდური წარმოების უგრძელყელიანეს ჩექმას, პარკიდან ამოიალაგებს “პოპულიში” ნაყიდ ნახევარფაბრიკატებს და ტელევიზორს რთავს.

პირველი ორი აქტივისტი ამ გოგოს ბედს შენატრის. მათაც უნდათ გაჩახჩახებულ ოფისში ჯდომა. ყავის სმაში და “მაუსის” უაზროდ ტრიალში 3000 ლარიანი ხელფასი. მათაც უნდათ, რის ვაი ვაგლახით გაიხადონ გრძელყელიანი ჩექმა და უსაქმური ადამიანის “დაღლილობით” დაიძინონ რბილ საწოლში. უნდათ და სწორედ იმიტომ დგანან მიტინგებზე. სწორედ იმიტომ ჭამენ ცივ ხაჭაპურს და სწორედ იმიტომ არიან დაბღვერილები.

ერთ დღესაც აუსრულდებათ ოცნება, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ ის, რომ მერე 25 წლის, ნაუსაქმურალი გოგო იდგება მიტინგებზე და მავან ემას მეზობელ აქტივისტს გააკრიტიკებს. presa.ge
ნანახია: 392 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017