კვირა, 19.11.2017, 06:05
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 3 » 11:27 03.10.09 - ლევან ალექსიძე - ტალიავინის დასკვნა საქართველოსთვის მომგებიანია, თუმცა ფაქტობრივი მასალა საბოლოო დასკვნას არ შეესაბამება
11:27 03.10.09 - ლევან ალექსიძე - ტალიავინის დასკვნა საქართველოსთვის მომგებიანია, თუმცა ფაქტობრივი მასალა საბოლოო დასკვნას არ შეესაბამება
15:05
საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ლევან ალექსიძის შეფასებით, ტალავინის მისიის დასკვნა საქართველოსთვის მომგებიანია.

ამასთან, როგორც ალექსიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მისიას უამრავი ფაქტი აქვს შესწავლილი, ზოგიერთი დასკვნა საერთაშორისო პოლიტიკის კონიუქტურის გათვალისწინებით არის გაკეთებული.

მისივე თქმით, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ქედს იხრის შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის წინაშე, რომელსაც რუსეთის არნახული ზეწოლის პირობებში უწევდა მუშაობა.

„იმის გათვალსწინებით, რომ საქართველოში გაერი-ს მისიის მუშაობისას ტალიავინი ზედმეტადაც ნეიტრალური დიპლომატი იყო, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობისას მან საქართველოსთვის მომგებიანი დასკვნის მომზადება შეძლო“,- აღნიშნა ექსპერტმა.

ალექსიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა საქართველოსთვის მომგებიანია, ტალიავინის მისიასთან მაინც აქვს სერიოზული და საფუძვლიანი პრეტენზიები, ვინაიდან მისიის მოხსენებაში თავმოყრილი ფაქტობრივი მასალა არ შეესაბამება დასკვნას, რომელიც საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული.

„მისიამ რუსეთი დაადანაშაულა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების გაცემაში, აგვისტოს ომამდე ამ რეგიონებში არსებული რეჟიმების ღია მხარდაჭერაში და არ დაადასტურა ქართული მხარის მიერ ოსური მოსახლეობის გენოციდი, თუმცა დასკვნის გაკეთებისას მისია ბოლომდე თანმიმდევრული არ იყო და დღევანდელ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური კონიუქტურით იხელმძღვანელა. ეთმოწმენდის ჩამდენი და აგრესორი ქვეყნის მიმართ მისია უფრო მეტად კრიტიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს საბოლოო დასკვნაში აესახა“,-მიიჩნევს ალექსიძე.

მან კმაყოფილება გამოთქვა რუსეთთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ასამბლეის დადგენილების გამო და აღნიშნა, რომ ევროსაბჭომ რუსეთის აგრესიული მოქმედებები, პრაქტიკულად, გააშიშვლი, აგრესორად გამოაცხადა, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის უდავო მარცხია.

ამასთან, ალექსიძე გაკვირვებას გამოთქვამს იმ ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებების გამო, რომლებიც აგვისტოს მოვლენებში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„მთავარი ის კი არ არის, ვინ გაისროლა პირველი, არამედ ის, რომ ვინც პირველად გაისროლა, რუსეთს კედელთან ჰყავდა მიბჯენილი და დახრჩობას უპირებდა. ომი გარდაუვალი იყო, ჩვენ რომ რუსეთთან ომი არ გვეწარმოებინა, რუსული ტანკები ორ საათში თბილისში შემოვიდოდნენ და ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავდა“, - აღნიშნავს ლევან ალექსიძე.

„ინტერპრესნიუსი“
ნანახია: 494 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017