კვირა, 19.11.2017, 06:03
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 3 » 11:32 03.10.09 - რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
11:32 03.10.09 - რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
15:04
სოხუმში რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შეთანხმების მიზანია, „რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების ერთმანეთთან მიმოსვლისთვის შეიქმნას, რაც შეიძლება უკეთესი და სასურველი რეჟიმი, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ჰუმანიტარული საქმიანობისათვის გამყარდეს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების სამართლებრივი ბაზა“.

სამინისტროს განმარტებით, შეთანხმების ხელმოწერიდან 30-დღიანი ვადის ამოწურვისა და ორივე მხარის მიერ რატიფიკაციის შემდეგ უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა.

რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გუშინ, სოხუმში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს გაფორმდა.

ლავროვი სოხუმში გუშინ ჩავიდა. ვიზიტი დღეს მთავრდება.


„ინტერპრესნიუსი“
ნანახია: 453 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017