შაბათი, 16.12.2017, 13:52
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 3 » 12:56 03.10.09 - ევროპა საქართველოში რუსეთის დანაშაულს აშიშვლებს
12:56 03.10.09 - ევროპა საქართველოში რუსეთის დანაშაულს აშიშვლებს
15:14
[სვანტე კორნელი. The Wall Street Journal]
როდის შეიძლება მოვლენებს საკუთარი სახელი დავარქვათ?
ევროპის კავშირის ეგიდით მომზადებულმა ანგარიშმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის გამომწვევ მიზეზებს აღწერდა და რომელსაც ამ კვირას ძალიან ელოდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო, კონფლიქტის გამო ბრალდებები ყველას ჩამოურიგა. იმ დროს, როდესაც საქართველო გაკიცხეს, ანგარიშის ტექსტი რუსეთის ნარატივისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა.

ექსპერტების პატარა არმიის დახმარებით, შვეიცარელმა დიპლომატმა ჰეიდი ტალიავინიმ თითქმის ერთი წელი იმ კონფლქიტის წარმომშობი მიზეზების კვლევაში გაატარა, რომელმაც თავდაპირველად ევროპა შოკში ჩააგდო, მაგრამ მალევე იქნა დავიწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე აცხადებს, რომ 40 გვერდიანი ანგარიში, რომელიც თანდართული დოკუნეტებით 1000 გვერდს შეადგენს, მოვლენათა მათ ვერსიას ემხრობა. მაგრამ თუ ვინმე თავს შეიწუხებს და დაკუმენტს წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ ტალიავინის კომისიამ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი კონფლიქტისთვის მოსკოვს დააკისრა. ფაქტობრივად მასში უარყოფილია რუსული ვერსიის ყველა ის ფაქტი, რომელიც თითქოს გასულ წელს მოხდა.

აქამდე პრესამ მხოლოდ იმაზე შეაჩერა ყურადღება, რომ კომისიის დასკვნით ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ ეს პასუხისმგებლობის საკითხთან არ უნდა აგვერიოს. პირველად გასროლა, შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს აგრესორობას. ანგარიში ამას აღიარებს, როდესაც ასკვნის, რომ “არ შეიძლება საბოლოო პასუხისმგებლობა რომელიმე ერთ მხარეს დააკისრო”. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი რუსეთის პროვოკაციათა გძელი სერია, რომელიც 2008 წლის გაზაფხულზე უფრო ინტენსიური გახდა და რამაც დააჩქარა ომის დასაწყისი.

ანგარიში საქართველოს იმისთვის აკრიტიკებს, რომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე თავდასხმისათვის არასაკმაოდ კანონიერი საფუძველი ჰქონდა და იქ ძალა განურჩევლად გამოიყენა. მაგრამ საქართველოს საკვანძო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მან რუსეთის შემოჭრის საპასუხოდ იმოქმედა, ანგარიში ორაზროვანად აცხადებს: მისია არ არის “იმ პოზიციაში”, რომ საქართველოს განცხადებები “საკმაოდ დასაბუთებულად” მიიჩნიოს.

ეს სიტყვიერი ეკვილიბრისტიკაა მაშინ, როდესაც შემდეგი წინადადებით აღიარებულია, რომ რუსეთი მეამბოხეებს წვრთნებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფდა და ”მოხალისეები და დაქირავებული მებრძოლები” ქართულ შეტევამდე რუსეთიდან საქართველოში შემოვიდნენ. შეიძლება ვინმეს ასეთი კითხვაც გაუჩნდეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ შავს, შავი ეწოდოს.

მაგრამ რუსეთისთვის ანგარიში ბევრად უფრო გამანადგურებელია - მან უარყო რუსეთის არგუმენტები შემოჭრის მიზეზების თაობაზე, რაც ევროკავშირის პროდუქტისთვის, გასაკვირია.

შეგახსენებთ, რუსეთი ათასგვარ განცხადებებს აკეთებდა - ის იცავდა თავის მოქალაქეებს; ეს იყო ჰუმანიტარული ინტერვენცია; მოქმედებდა ქართველთა მიერ ოსების გენოციდზე საპასუხოდ; რეაგირებდა სამშვიდობო ჯარებზე თავდასხმის გამო; ევროკავშირის ანგარიშმა კი დაასკვნა - იმის გამო, რომ რუსეთი ომამდე, წლებით ადრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა, რაც არალეგალური იყო, მისი არგუმენტი რუსი მოქალაქეების დაცვის შესახებ უვარგისია, რადგან ისინი კანონიერი რუსები არ ყოფილან.

მასში კიდევ ისაა ნათქვამი, რომ მოსკოვის განცხადებები ჰუმანიტარულ ჩარევაზე “საერთოდ” არ შეიძლება იყოს აღიარებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი წარსულში ზოგადად ჰუმანიტარული ჩარევის კონცეპტის წინააღმდეგი იყო.

ნუსხა გრძელდება. ანგარიშმა აღმოაჩინა, რომ რუსების განცხადებები გენოციდზე არ ეფუძნება არც კანონს და არც მტკიცებულებებს. სხვა სიტყვებით, ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ანგარიში აღიარებს რუსეთის უფლებას დაეცვა თავისი სამშვიდობო ჯარები, მაგრამ მან დაადგინა, რომ მოსკოვის პასუხი: “მიახლოებითაც კი არ იყო რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის სამხრეთ ოსეთში შექმნილი საფრთხის თანაზომიერი”. რუსეთს ბრალია ის, რომ ვერ ჩაერია და ვერ შეაჩერა ქართველთა ეთნიკური წმენდები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, რასაც ადგილი ჰოქნდა ომის დროსა და ომის შემდეგ. და ბოლოს, ანგარიშში რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული ტერიტორიის ცნობა, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპისათვის არაკანონიერი და სახიფათო, დაგმობილია.

და ბოლოს, ევროკავშირის ოფიცალურმა გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ რუსეთის მრავალფეროვანი არგუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ის საქართველოში შეჭრას ამართლებდა, კრიტიკას ვერ უძლებს და რომ რუსეთის საქციელი კონფლქტის შემდეგ ასევე არასწორია, რადგან მოსკოვი ახლაც სერიოზულად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ საზავო ხელშეკრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ძალიან გამოადგებათ ისტორიკოსებს, მას უმთავრესად მნიშვნელობა აწმყოსთვის აქვს, რადგან ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა და არც საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტი დასრულებულა ბოლომდე. ომის სამხედრო ეტაპი სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა, მაგრამ დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში გაგრძელდა.

რუსეთმა წარმატებით გამოაძევა საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტური ზონიდან, განამტკიცა თავისი სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აქ დიდი სამხედრო ბაზების მშენებლობა დაიწყო. მისი ეკონომიკური ომი საქართველსთან მიმდინარეობს, ისევე როგორც მისი დამანგრეველი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთის მიერ რეჟიმის ცვლილებისა და შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განადგურების მცდელობა გრძელდება.

ეს კონფლიქტი აგრძელებს ვროპის ნაწილის დესტაბილიზაციას და დასავლეთს ამისთვის სათანადო ყურადღება არ დაუთმია. ევროკავშირი, რომელიც დღეს საქართველოს ცხოვრებაში უკვე ჩართულია, უნდა გასცდეს მხოლოდ დუნე აღიარებას იმისას, რომ ეს კონფლიქტი ევროპული პრობლემაა. მან უნდა გადალახოს თავისი შიდა უთანხმოება და საქართველოსთან დაკავშირებით ერთიან სტრატეგიას უნდა მისდიოს, რაც ამ ქვეყნის ევროპულ იდენტობას, მისწრაფებებს და სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მისეულ უფლებას უნდა დაეფუძნოს. რაც შეეხება თეთრ სახლს, ის თავისსავე თავს ჩააგდებდა საფრთხეში ევროკავშირის ანგარიშის ფინალური დასკვნის იგნორირებით: “ისეთი იდეები, როგორიცაა პრივილეგირებული ინტერესების სფერო… შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლათან. ისინი სახიფათოა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ისინი უნდა უარვყოთ”.

და ასეთი ნაბიჯის გადადგმა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ სიტყვები და სარაკეტო ფარებზე უარის თქმაა - ეს პროცესებში სერიოზულად ჩართვას მოითხოვს, რისი სურვილიც არც ევროკავშირს და არც აშშ-ს აქმდე არ გამოუმჟღავნებია. presa.ge
ნანახია: 436 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017