კვირა, 18.11.2018, 15:27
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 27 » 12:58 27.09.09 - აფხაზეთის დაკარგვიდან 16 წელი შესრულდა
12:58 27.09.09 - აფხაზეთის დაკარგვიდან 16 წელი შესრულდა
21:46
სააგენტო ”პირველი”]
აფხაზეთის დაკარგვიდან 16 წელი შესრულდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ომი 13 თვისა და 13 დღის ბრძოლების შემდეგ წააგო. აფხაზი სეპარატისტების მხარეს რუსული იმპერია და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები იბრძოდნენ.

ომი, რომელმაც 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა და 300 ათასი დევნილად აქცია, სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად მიმდინარეობდა, რისი ნათელი მაგალითიც ჭუბერის ტრაგედია იყო.

სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზეთიდან გამოხიზნული ქართველი დევნილები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთ-სვანეთის გზით წამოსულიყვნენ და ჭუბერი-საკენის უღელტეხილი გადმოევლოთ. ომს გადარჩენილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სიცოცხლე უღელტეხილზე დაასრულა.

სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა ვლადისლავ არძინბას ბრძანებით, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. მათ შორის იყო ირაკლი ალასანიას მამა, მამია ალასანიაც. ჟიული შარტავამ სოხუმის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

გმირობისთვის აფხაზებმა შარტავა სამაგალითოდ დასაჯეს, საქართველომ კი იგი ეროვნულ გმირად აღიარა.

სოხუმის დაცემიდან 2 დღის შემდეგ, 29 სექტემბერს ოჩამჩირე დაეცა, 30 სექტემბერს კი - გალი და ამით ბრძოლა აფხაზეთის შენარჩუნებისთვის დასრულდა. საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი მხარე რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების ხელში გადავიდა.. presa.ge
ნანახია: 657 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2018