კვირა, 19.11.2017, 05:54
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 6 » 13:24 06.09.09 - ნანა კაკაბაძე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები გაათავისუფლეს
13:24 06.09.09 - ნანა კაკაბაძე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები გაათავისუფლეს
21:28
[ინტერპრესნიუსი]
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით სასჯელის შემსუბუქება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებსაც შეეხოთ. როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, გირგვლიანის მკვლელები პატიმრობიდან საერთოდ გათავისუფლდნენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით სასჯელის შემსუბუქება სანდრო გირგვლიანის მკვლელებაში მსჯავრდებულებსაც შეეხოთ. თუმცა, არიან თუ არა უკვე აღნიშნული პირები პატიმრობიდან გათავისუფლებული, პრესსამსახურში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.

გუშინ, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით, სასჯელის ფორმა 388 მსჯავრდებულს შეეცვალა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობას დაექვემდებარა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იყვნენ გასამართლებულები, რომელიც სასჯელს სხეულის განზრახ ისეთი დაზიანებისთვის ითვალისწინებს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

ალანიას, ბიბილურიძეს, ღაჭავასა და აფციაურს გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრი 2006 წლის ივლისში დაედოთ. ალანიას 8, ბიბილურიძეს, ღაჭავასა და აფციაურს კი 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით მათ სასჯელი გაუნახევრდათ. presa.ge
ნანახია: 425 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017