22:27
13:34 06.09.09 - "ნაბუქოში" საქართველოს კონკურენტი გამოუჩნდა
[ფაქტნიუსი]
როგორც არმენია თუდეი იუწყება, სომხეთი, შესაძლოა, ნაბუქოს სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.

ინფორმაციის თანახმად, ანკარამ, რომლის ურთიერთობები ერევანთან ბოლო პერიოდში ნელ-ნელა თბება, შესაძლოა, ამ პროექტში სომხეთის შესვლას დაუჭიროს მხარი.

ამასთან, ზემოხსენებული გამოცემა, თურქულ მედიაზე დაყდნობით იუწყება, რომ სომხეთმა ტრანზიტული სახელმწიფოს რანგში, ნაბუქოს პროექტში, შესაძლოა, საქართველო ჩაანაცვლოს. მიზეზად კი, საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გაძლიერება სახელდება. presa.ge
ნანახია: 871 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]