შაბათი, 16.12.2017, 13:55
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 12 » 14:22 10.09.09 - საქართველო სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშეა
14:22 10.09.09 - საქართველო სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშეა
21:00
[თემურ დოლიძე]
საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ეროვნული პროდუქციის დეფიციტი ყოველწლიურად მატულობს. უხარისხო უცხოური ნაწარმი დღითი დღე მკვიდრდება სავაჭრო ქსელში და სიიაფის გამო მომხმარებელიც ეტანება.

ძვირი არც ხარისხიანი ქართული პროდუქციაა, მაგრამ მისი წარმოების მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს.

რამდენიმე წლის წინათ ჩვენი ქვეყანა თითქმის 100 პროცენტით იკმაყოფილებდა საკვებზე შიდა მოთხოვნილებას. ხორბლის გარდა, სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქტი, საკმარისი რაოდენობით იწარმოებოდა.

ბოლო წლებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. დაბალხარისხიანმა იმპორტირებულმა საკვებმა ქართულ მეურნეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მთელი ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული შეიქნა. ამიტომაც, ამჟამად საქართველო სასურსათო დამოუკიდებლების დაკარგვის წინაშე დგას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში 942 მილიონ 65 ათასი აშშ დოლარის სოფლისმეურნეობის პროდუქტი შემოვიდა, საექსპორტოდ კი, მხოლოდ 250 მილიონ 508 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.

სოფლის მეურნეობის ექსპერტის პაატა კოღუაშვილის გამოკვლევებით, რომელიც ეყრდნობა სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარ მონაცემებს, სასურსათო თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია.

ადგილობრივი წარმოების ყველადასახელების სასურსათო პროდუქტზე სერიოზული კლებაა.

დღეისთვის ყველა დასახელების მარცვლეული კულტურის პროდუქცია სასურსათო თვითუზრუნველყოფის 20%-ს ვერ აღწევს. ამ ეტაპზე ხორბალი ადგილობრივი მოთხოვნილების 6-7%-ს ძლივს აკმაყოფილებს და ეს მაშინ, როცა 2 წლის წინათ ეს მაჩვენებელი 20-25%-ის ფარგლებში მერყეობდა.

საქართველდოში წარმოებული მცენარეული ცხიმი მოთხოვნილების 18% უფრუნველყოფს, ბოსტნეულ-ბაღჩეული - 75%-ს, ყველა სახის ხორცი და ხორცპროდუქტები ადგილობრივი ბაზრის 59%-ს აკმაყოფილებდა, მაგრამ დღეს ეს მაჩვენებელი 47%-მდეა შემცირებული.
რძისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია, დაახლოებით, 85% გვქონდა, ამ ეტაპზე 80%-მდე იკლო. მთლიანი თვითუზრუნველყოფის 100%-ს აკმაყოფილებდა კვერცხი, მაგრამ კლება აქაც ფიქსირდება და დღეისთვის 80-85%-მდეა.

ადგილობრივი ბაზრის 60%-ს აკმაყოფილებს ბოსტნეული. ხილი, სავარაუდოდ, 75-80%-ს ვერ სცდება, ქართული ჩაი საერთო მოთხოვნის მხოლოდ 5%-ს უზრუნველყოფს, ამდენივეს - თევზეული. რაც შეეხება ყავას, ამ პროდუქციის წარმოება და გადამუშავება საქართველოში არ ხდება და ამიტომაც 100%-ით ექსპორტზე ვართ დამოკიდებული.

რაც შეეხება იმპორტს, კოღუაშვილის განმარტებით, 2007-08 წლებში ქვეყანამ შეიძინა 600 მილიონზე მეტი ღირებულების სურსათი. 2007 წელს საქარათველოში იმპორტირებულმა პროდუქციამ 760 მილიონიო დოლარი, ხოლო 2008 წელს 900 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, 2008 წლისთვის იმპორტის მოცულობა 15%-ზე მეტითაა გაზრდილი.

- ”მნიშვნელოვნად შეირყა და გაუარესდა სასურსათო თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი და ბოლო მონაცემებით, 40%-ის ქვემოთაა. ადგილობრივ ბაზარზე ეროვნული და უცხოური პროდუქციის თანაფარდობა 1/4-ზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის აგრარული სექტორი უმძიმეს დღეშია და ხელისუფლების მხრიდან მინიმალური ყურადღებაც არ ეთმობა.

”ბიუჯეტის ფორმირება აგებულია იმპორტზე და აგროსასურსათო პროდუქცია ამ დროს აბსოლუტურად იგნორირებულია. ხელისუფლების მესვეურები ”დღევანდელი კვერცხის” პრინციპით მოქმედებენ, ეს არის შედეეგი, როცა თითქოს იზრდება ბიუჯეტი და ხალხი კი ღატაკდება. ახლა შემოდგომაა, მალე გამოილევა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი და სერიოზული პრობლემები შეიქმნება. გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, შიმშილი გველოდება”, - განმარტავს კოღუაშვილი

კოღუაშვილის თქმით ქართული წარმოების ყველა პროდუქციის მოცულობა კატასტროფულად არის შემცირებული.

- ”სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ქვეყანა სასურსათო დამოუკიდებლების დაკარგვის წინაშეა, რაც პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასია”, - ასკვნის პაატა კოღუაშვილი.
presa.ge
ნანახია: 610 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017