კვირა, 19.11.2017, 06:04
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 3 » 15:11 03.09.09 - ბელორუსის მედია: ბელორუსისა და პოლონეთის საზღვარზე ათასობით ქართველი ლტოლვილია თავმოყრილი
15:11 03.09.09 - ბელორუსის მედია: ბელორუსისა და პოლონეთის საზღვარზე ათასობით ქართველი ლტოლვილია თავმოყრილი
15:58

მინსკის მედია ბელორუსის დასავლეთ საზღვარზე ქართველ ლტოლვილთა დიდი რაოდენობის თავმოყრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ბელორუსის მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველთა მასობრივი ნაკადები პოლონეთისაკენ გასულ წელს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თბილისში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. 


„მაშინ პან კაჩინკიმ განაცხადა, რომ ქართველებს შეუძლიათ არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელის ევროპის იმედი ჰქონდეთ“, – წერს ბელორუსული მედია.

თვითმხილველთა თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლებიც ბელორუსისა და პოლონეთის საზღვარზე იმყოფებიან შენგენის ვიზა არ გააჩნიათ. როგორც ჩანს, მათმა უმრავლესობამ მართლაც სრული სერიზულობით დაიჯერა კაჩინსკის სიტყვებისა და ეგონათ, რომ როგორც კი პოლონელ ჯარისკაცს ისინი თავის პასპორტს წარუდგენდნენ მათ იმ წუთასვე მიიღებდნენ.

მათივე ინფორმაციით, გასულ პარასკევს ბელორუსისა და პოლონეთის საზღვარი 201 –მა საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა, მათგან 175 უკან დააბრუნეს. ორშაბათს პოლონეთში მოხვედრა 247 ადამიანმა სცადა, მათგან ბელორუსში 244 დააბრუნეს. სამშაბათს პოლონეთის საზღვარი 175 საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა, მათგან 172 უკან დააბრუნეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაბრუნებუთა უბრავლესობას ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და საზღვრის გადაკვეთის მცდელობები გაიმეორეს. მათი ძალისხმევა წარმატებით არ დაგვირდვინებულა. ყოველივე ამის შედეგად, კი ამჟამად ბრესტში რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქეა თავმოყრილი.

ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ტიშენკოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში მოხვედრას უკვე საზღვარზე მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ე.წ. მწვანე ზონებიდან ცდილობენ. ტიშენკო ასევე აცხადება, რომ მხოლოდ გასულ შაბათსა და კვირას ბელორუსმა მესაზღვრეებმა ამგვარად საზღვრის გადაკვეთის მსურველი საქართველოს 20 მოქალაქე დააკავეს.

თუმცა ბელორუსის მედია ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, მთლიანობაში საქართველოდან ლტოლვილებს ბელორუსის ხელისუფლებისათვის პრობლემა არ შეუქნია, იმიტომ, რომ ისინი ბელორუსში სრულიად ლეგალურად დასახლდნენ ბრესტის სასტუმროებში და იქ მდებარე კერძო ბინებში.

თუმცა, ბელორუსის მედია ასევე აღნიშნავს, რომ ბელორუსის კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბელორუსის ტერიტორიაზე ყოფნა რეგისტრაციის გარეშე მხოლოდ სამი დღეღამის განმავლობაში შეუძლიათ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ისინი ვალდებულნი არიან შესაბამისი დოკუმენტები გააფორმონ. მის გაკეთებას კი მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს, ამიტომაც ბელორუსიდან საქართველოს 1 მოქალაქის დეპორტაცია უკვე მოხდა.

მინსკში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს იმისათვის რომ იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ. კონსულის მოადგილის ია სისიაშვილის თქმით, საქართველოს საკონსულო კონსულტაციებს ატარებს ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და არკვევს თუ რით შეძლებენ დახმარებას ბრესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის.


„ჯი-ეიჩ-ენი“
ნანახია: 481 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017