სამშაბათი, 26.09.2017, 04:55
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 9 » 15:18 09.10.09 - მთავრობამ მომაკვდავი ”ოქროს სიის” გაცოცხლება გადაწყვიტა
15:18 09.10.09 - მთავრობამ მომაკვდავი ”ოქროს სიის” გაცოცხლება გადაწყვიტა
17:25
[დავით კირვალიძე]
ფინანსთა სამინისტროს გამოგონებული ”ოქროს სიის” პროგრამა იმდენად არაფექტური აღმოჩნდა, რომ მისი ამოქმედებიდან 9 თვის თავზე სამინისტრომ პირობები თითქმის მთლიანად შეცვალა. ამით მთავრობამ ”ოქროს სიისადმი” ინდიფერენტულად განწყობილი ბიზნესმენების გულის მოგება ჩაიფიქრა.

კომპანიებისთვის საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის ”ოქროს სიის” პროგრამაში მონაწილეობის პირობები გამარტივდა. პროგრამასთან დაკავშირებით მიღებული სიახლეები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს გააცნო.

კომპანიებისთვის, რომლებსაც ”ოქროს სიის” პროგრამაში ჩართვა სურთ, სავალდებულო 10 მლნ ლარის დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაჩვენებელი, 5 მლნ ლარამდე შეუმცირდათ; წლიური იმპორტის გადასახადი კი, რომელიც მანამდე 1,8 მლნ ლარს შეადგენდა, 900 000 ლარამდე შემცირდა. არააქციზურ საქონელზე საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საერთო გარანტია (100 000 ევროს ოდენობით) განულდა, აქციზურ საქონელზე კი, საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საერთო გარანტია (500 000 ევრო) 100 000 ლარამდე შემცირდა.

გარდა ამისა, მოთხოვნა კანდიდატის მიმართ, რომ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭებამდე ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდეს ჩადენილი საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევები, 6 თვის ვადამდე შემცირდა.

საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში დაწესებული აღნიშნული პირობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

მართალია, ”ოქროს სიის” პროგრამა ფინანსთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინათ აამოქმედა, მაგრამ სიის ამოქმედებიდან 9 თვის თავზე სიაში ჯერჯერობით მხოლოდ 4 კომპანიაა შესული. საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია აცხადებდა, რომ ”ოქროს სიისთვის” საჭირო მოთხოვნებს ბევრი ბიზნესმენი აკმაყოფილებს, მაგრამ ისინი ამ სიაში მოსახვედრად არ აქტიურობენ.

ეს გასაგებიცაა. საქართველოში ბიზნესსა და მთავრობას შორის ნდობის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება. ამიტომ ბიზნესმენები ხელისუფლების ყოველ ახალ ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებენ.

ამიტომაც, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენთა ნაწილი ”ოქროს სიაში” მოსახვედრად საკუთარ პირობებს აყენებს. მთავრობის მხარდამჭერი ბიზნესმენებიც კი პირობებში ბევრ ხინჯს პოულობენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ”ოქროს სიას” არსებობას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ სიაში შესასვლელად ფინანსთა სამინისტრო ბიზნესმენებს საბანკო გარანტიას თხოვს. ეს კი, ფადი ასლის განცხადებით, სადღეისოდ რთული მისაღებია, რადგან გარანტიისთვის ბიზნესმენმა თანხა საბანკო ანგარიშზე უნდა გაყინოს, ამის გაკეთება კი ამჟამად არავის უნდა.

ფადი ასლის განცხადებით, თუ ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულ პირობას მოხსნის, ”ოქროს სიაში” შესვლის სურვილს ბევრი ბიზნესმენი გამოთქვამს. ”ოქროს სიის” პრინციპი მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. სიაში ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც ბიზნეს-საქმიანობას გამჭვირვალედ აწარმოებენ.

სიაში მოსახვედრად აუცილებელი მოთხოვნები იყო: 10-მილიონიანი წლიური ბრუნვა, წლის განმავლობაში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 10 დეკლარაციის წარდგენა, 1,8 მილიონი ლარის საბაჟო გადასახადის გადახდა და მძიმე საბაჟო დანაშაულის არარსებობა.

ამჯერად, პირობები შეიცვალა. შეიცვლება თუ არა ბიზნესმენების დამოკიდებულება ”ოქროს სიისადმი” მალევე გამოჩნდება. presa.ge
ნანახია: 614 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017