კვირა, 19.11.2017, 06:01
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 3 » 15:39 03.09.09 - რუსული მედიასაშუალებები ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს პოზიციის დასაფიქსირებლად საგაზეთო სვეტს დაუთმობენ
15:39 03.09.09 - რუსული მედიასაშუალებები ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს პოზიციის დასაფიქსირებლად საგაზეთო სვეტს დაუთმობენ
15:53

რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისიის რუსული მხარის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ალან კასაევი უახლოეს მომავალში პრეს-ტურის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც ქართველი ჟურნალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. 


ამის შესახებ კასაევმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, პოლიტოლოგებთან და რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისიის ქართული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

გარდა ამისა, მისი თქმით, კომისიის რუსული მხარის წარმომადგენლები გეგმავენ, ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს რუსულ-ქართული ურთიერთობების თემაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფრო ფართო შესაძლებლობები მისცენ და ამ მიზნით, კერძოდ, გაზეთი „იზვეტია“ და „რია-ნოვოსტი“ მათ საგაზეთო სვეტს გამოუყოფენ.

„ყველაზე მთავარია, პროვოკაციებს არ ავყვეთ და არავის მივცეთ ჩვენი – ჟურნალისტების ვიღაცის ხელში საინფორმაციო იარაღად გამოყენების საშუალება. უბრალოდ საჭიროა, ერთმანეთის ხმა გავიგოთ, - ამაშია ჩვენი მისია, როგორც პროფესიაონალი ჟუნრალისტების და აქაც ამისთვის ვიმყოფებით“, -განაცხადა კასაევმა.

როგორც ცნობილია, ამ წუთებში სასტუმრო „რედისონ სას ჯორჯიაში“ ქართველი ექსპერტების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტებისა და რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

„პირველი“
ნანახია: 430 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017