კვირა, 19.11.2017, 06:02
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » 17:14 30.09.09 - ჰაიდი ტალიავინის დასკვნის შესახებ წერილს კიდევ ერთი ევროპული გაზეთი ”Corriere Della Serra” აქვეყნებს
17:14 30.09.09 - ჰაიდი ტალიავინის დასკვნის შესახებ წერილს კიდევ ერთი ევროპული გაზეთი ”Corriere Della Serra” აქვეყნებს
19:34
[”ინტერპრესნიუსი”]
”ევროკავშირის ვერდიქტი საქართველოზე” - ამ სათაურით აქვეყნებს ჰაიდი ტალიავინის დასკვნის შესახებ წერილს კიდევ ერთი ევროპული გაზეთი ”Corriere Della Serra”.

სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიასაც ”ფორინპრესი” აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ დღეს განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა, რითაც რუსეთთან კონფლიქტი დაიწყო.

- ”მაგრამ, ის ასევე აცხადებს, რომ მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა თბილისის პროვოცირებისთვის და რომ მისი რეაქცია არათანაზომიერი იყო. ეს ძალიან ზომიერი გადაწყვეტილებაა, თუმცა ცხადია, რომ პირველმა გაისროლო (როდესაც მსოფლიოს ყველა ლიდერი პეკინში ოლიმპიადას ესწრება), უკვე სერიოზული დანაშაულია”, - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს და ორ სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის, 18 წლის წინ მიმდინარე სამოქალაქო ომების შემდეგ, სამხედრო ზავი გაფორმდა.

- ”ეს ზავი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია, რომელიც ამ წლების განმავლობაში თავის ქვეყანაში ნაციონალიზმს აქეზებდა. ახლა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ”მნიშვნელობა არ აქვს” პირველმა ვინ ისროლა. ზოგიერთები იქამდეც მივიდნენ, რომ ამ ფაქტებს ყალბ პოლონურ თავდასხმებს ადარებენ, რომელთა ინსცენირებასაც 1939 წელს გერმანული აგრესიის გამართლებისთვის ნაცისტები მიმართავდნენ”, - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მაშინ ყველაფერი ჰიტლერის ორგანიზებული იყო, რომელმაც გარდაცვლილთა ცხედრებიც კი გამოიყენა და მათ ვითომ პოლონელი თავდამსხმელების ფორმები გადააცვა.

- ”შარშან ქართველები მართლაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს, გამოიყენეს რა ტანკები და ბომბდამშენები. სწორია, როდესაც რუსეთს მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ, თუმცა პუტინის ჰიტლერთან გათანაბრება არ ღირს”, - ასკვნის სტატიის ავტორი. presa.ge
ნანახია: 439 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017