კვირა, 19.11.2017, 06:04
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 3 » 17:34 03.09.09 - პრეზიდენტის განცხადებას ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა
17:34 03.09.09 - პრეზიდენტის განცხადებას ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა
19:34

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ სასტუმრო „რედისონ ივერიას" გახსნისას პრეზიდენტ შევარდნაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას დღეს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა.


როგორც ედუარდ შევარდნაძის განცხადებაშია აღნიშნული, იგი პრეზიდენტის გამოსვლებზე კომენტარს საერთოდ არ აკეთებს, მაგრამ მას სურს ერთი შენიშვნის გაკეთება. კერძოდ, ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობის შეფასებისას ყველა ვალდებულია გაითვალისწინოს ის ვითარება, რომელიც საქართველოში 1992 წლისთვის არსებობდა.

„მაშინდელი საქართველო იყო დანგრეული და მიწასთან გასწორებული, შეიარაღებული ბანდების და ე.წ. „საძმოების" სათარეშო. ქვეყანას არ ჰქონდა კონსტიტუცია, არ იყო პარლამენტი, მსოფლიო მასშტაბით ვიყავით იზოლირებული (მხოლოდ 2-3 სახელმწიფო გვცნობდა, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს), აღარ ვლაპარაკობ მაშინდელ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძველი სასტუმრო „ივერია" იყო უიმედობის, უპერსპექტივობისა და უმომავლობის სიმბოლო და ამ შენობაში უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილების დაცინვა იყო, როდესაც შევარდნაძემ და მისმა მთავრობამ „ივერიასთან" დავით აღმაშენებლის 16 მლნ-იანი ძეგლი ზურგით დადგა.


„ინტერპრესნიუსი"
ნანახია: 404 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017