ოთხშაბათი, 17.01.2018, 15:32
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » 17:45 30.09.09 - ჰაიდი ტალიავინის მისიის დასკვნის მოკლე შინაარსი ცნობილია
17:45 30.09.09 - ჰაიდი ტალიავინის მისიის დასკვნის მოკლე შინაარსი ცნობილია
19:33
[”ინტერპრესნიუსი”]
ჰაიდი ტალიავინის მისიის დასკვნის მოკლე შინაარსი ცნობილია. გერმანული გაზეთი ”Faz.net” ანგარიშის საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს. ”ინტერპრესნიუსი” გაზეთში გამოქვეყნებული მასალის არაოფიციალურ თარგმანს გთავაზობთ:

1. ომი დაიწყო საქართველომ. ღამით, როდესაც მთავრდებოდა 7 აგვისტო და იწყებოდა 8 აგვისტო. მტკიცებულება, რომ ამ დროს რუსეთის ჯარებს როკის გვირაბი გადმოკვეთილი ჰქონდა, ვერ იქნა მოპოვებული.

2. რუსული მხარის პირველადი ქმედება, დაეცვა (მოქმედი სამშვიდობო მანდატის ფარგლებში) სამშვიდობო ჯარის გამოყენებით მშვიდობა, გამართლებულია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

3. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს მოსკოვს მისი წილი დანაშაულისგან. რუსეთის ქმედებებმა 2008 წლის დასაწყისიდან დიდი წვლილი შეიტანა კონფლიქტის გამწვავებასა და ესკალაციაში.

4. კომისია ადანაშაულებს რუსეთს საერთაშორისო სამართლის არაერთჯერად, უხეშ დარღვევაში, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ რუსული პასპორტების გაცემით დაიწყო. სწორედ ეს გახდა რუსული მხარის მიერ ომის გამართლების მიზეზიც. ამის გარდა გაუმართლებელია როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ქმედებები, როგორიცაა აფხაზეთში ჯარების გაგზავნა და სხვა პროვოკაციები.

5. კომისია ასევე საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად მიიჩნევს საქართველოს დანარჩენი რეგიონების დაბომბვასა და დაკავებას, როგორიცაა გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია, კოდორის ხეობა და ფოთი.

6. ამასთანავე, კომისია ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა ქართველების ეთნიკურ წმენდას სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ვერ მოხერხდა დადგენა, კოორდინირებული იყო თუ არა მოცემული ქმედება და არსებობდა თუ არა ბრძანება ამის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ეთნოწმენდა ჩრდილოკავკასიური ფორმირებების მიერ განხორციელდა. რუსული ჯარის უშუალო მონაწილეობა ამ ფაქტში ვერ მტკიცდება. კითხვად რჩება - თუ რატომ არ აღკვეთა რუსულმა ჯარმა ზემოთ ხსენებული ქმედება.

7. ომის დასაწყისში უამრავი ამერიკელი სამხედრო მოხელე იმყოფებოდა თბილისში. მართლია მასობრივი სამხედრო დახმარება საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის ჯანმრთელ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. ევროპამ კი, ძალიან დაგვიანებით და არასათანადო სიმტკიცით მოახდინა რეაგირება, მაშინ, როდესაც დაძაბულობა მატულობდა.

8. რუსული მხარის მოსაზრება, რომ თითქოს ქართულ მხარეს 7 აგვისტოს, დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ომის დაწყება, არ მტკიცდება. presa.ge
ნანახია: 466 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2018