კვირა, 19.11.2017, 05:50
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » 18:34 30.09.09 - შოთა მალაშხია: „ტალიავინის კომისია რუსეთის ყველა იმ არგუმენტს აბათილებს, რომლითაც კრემლი საქართველოში შეჭრას ამართლებდა“
18:34 30.09.09 - შოთა მალაშხია: „ტალიავინის კომისია რუსეთის ყველა იმ არგუმენტს აბათილებს, რომლითაც კრემლი საქართველოში შეჭრას ამართლებდა“
19:31
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისია საკუთარი დასკვნის პრეამბულაშივე სრულყოფილად აღწერს რეალობას, რომელსაც კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი. ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნაზე საუბრისას დეპუტატი განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ „კომისია რუსეთის ყველა იმ არგუმენტს აბათილებს, რომლითაც კრემლი საქართველოში შეჭრას ამართლებდა“.

„დასკნვის აღწერილობით ნაწილშივეა ნათქვამი, რომ ომი გასული წლის 7 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე მზადდებოდა და რუსები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ. დასკვნის პრეაბმულაშივეა ნათქვამი, რომ განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. ევროკავშირის კომისიამ რუსეთის ყველა ის არგუმენტი გააბათილება, რომლითაც კრემლი საქართველოში შემოჭრას ამართლებდა და რომელიც ქართველების მხრიდან ეთნიკური ოსების გენოციდს, ქართული შეიარაღებული ძალების თავდასხმისგან მათი ე.წ. მოქალაქეების და სამშვიდობოების დაცვას შეეხება“ - განაცხადა მალაშხიამ.

მისივე თქმით, „ქართულ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციაში იდავოს დასკვის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც უარყოფილია 7 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასობრივი შემოსვლის ფაქტი“.

როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით მალაშხია აცხადებს, „თვით გენერალი ბორისოვიც ადასტურებს, რომ იგი საკუთარი ძალებით 7 აგვისტოს ცხინვალში იმყოფებოდა“.

„ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნაზე არანაკლებად მნიშვნელოვანია ეუთოს, ევროკავშირის და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები, სადაც პრაქტიკულად პირდაპირ არის ნათქვამი, თუ ვინ არის აგრესორი. ამ რეზოლუციებში საერთაშორისო საზოგადოება სწორედ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტეროტორიიდან და უკან წაიღოს უკანონო აღიარებები“ - დასძინა შოთა მალაშხიამ.

„პირველი“
ნანახია: 402 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017