ოთხშაბათი, 18.10.2017, 12:03
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 9 » 18:35 09.09.09 - მიხეილ სააკაშვილმა არასაპარლამეტო ოპოზიცია გააკრიტიკა
18:35 09.09.09 - მიხეილ სააკაშვილმა არასაპარლამეტო ოპოზიცია გააკრიტიკა
23:35

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არასაპარლამეტო ოპოზიცია გააკრიტიკა. ქვეყნის პირველი პირი პოლიტიკურ ოპონენტებს გაზაფხულის მიტინგების დროს „ჯიპებით" სიარულისა და ძვირფასი ქურქებით სიარულის გამო კიცხავს, „მაშინ, როცა რუსთაველზე შეკრებილ მოსხლეობას უსაზღვროდ უჭირდა".


„ბევრი მტერი გავიჩინე, თუმცა ბუნებრივია, იმ ხალხს, რომლებიც „ჯიპებით" დადიოდა მიტინგებზე და ქურქების დემონსტრირებას ახდენდნენ, არ ეყვარება არც სააკაშვილი, არც მერაბიშვილი და არც სხვები, რომლებმაც ქურდობის ინსტიტუტი გაანადგურეს და ბევრი საქმე გააკეთეს", - განაცხადა პრეზიდენტმა თელავში სტუმრობისას, სადაც ის კახელებისთვის მთავრობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, 9 აპრილის აქციის ორგანიზატორ ოპოზიციონერებს არც „ჯიპები" აქვთ დამსახურებულად შეძენილი და არც ქურქები.

„მათ ეს ქურქები მოპოვებული აქვთ იმით, რომ იყვნენ მინისტრები, გამგებლები და ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა. მე აღვკვეთე უსამართლობა და ამის გამო ბევრი მტერი გავიჩინე", - განმარტა სააკაშვილმა.

მისი მტკიცებით, რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ მთავრობა, მისთვის მთავარი მაინც „საქმეა, ლაპარაკის ნაცვლად".


„ჯი-ეიჩ-ენი"
ნანახია: 388 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017