21:28
საპარლამენტო უმრავლესობა გია ყარყარაშვილს დაუპირისპირდა
ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში გასული ნანა ლეჟავას გუშინდელმა საავტორო გადაცემამ „კვირის რეპორტაჟმა" საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკა დაიმსახურა.

გადაცემის კრიტიკის მთავარი მიზეზი ყოფილი თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის გამოსვლა გახდა, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომში ქართული არმიის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

„როცა რუსეთ-საქართველოს ომის მთელი ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ღია აგრესორთან, სადაც ქვეყანამ აჩვენა სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული და როცა მსოფლიომ დაინახა ამ მოვლენების მთელი დრამატიზმი, ერთ-ერთ არხზე კეთდება სრულიად ცალმხრივი შეფასებები და დასკვნები და ეს ყველაფერი დადის ცალკეული შეიარაღებული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მოქმედება- უმოქმედობამდე. სიტყვისა და მედიის თავისუფლება არავის ესწავლება, მაგრამ მეორე ამბავია, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს ასეთი გადაცემები და რამდენად შეიძლება, იგი იყოს ცალმხრივი", - განაცხადა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დავით დარჩიაშვილმა.

ამ გადაცემის გამო დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა თავდაცვის სამინიტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო ასპექტებთან დაკავშირებით საჯარო მრგვალი მაგიდის მოწყობის რჩევით მიმართა.

ყარყარაშვილის სატელევიზიო გამოსვლის თემას პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაურიც გამოეხმაურა. მისი თქმით, უხერხულია ტელეეთერში მსგავს განცხადებებს აკეთებდეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ოთხმოცდაათიან წლებში აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად რუსეთს მიმართა.

„მედიანიუსი"18:00 10.08.09 -
ნანახია: 836 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
ნუგზარ წიკლაურის არგუმენტი არაადეკვატურია cranky

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]