შაბათი, 16.12.2017, 13:53
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 10 » 15:28 10.08.09 - რუსეთთან ომში საქართველომ ორი პროვინცია და პოლიტიკური წონასწორობა დაკარგა.
15:28 10.08.09 - რუსეთთან ომში საქართველომ ორი პროვინცია და პოლიტიკური წონასწორობა დაკარგა.
20:41

[მათიას ბრუნი. TELEPOLIS. foreignpress.ge] 
სოზარ სუბარს ზეპირი საუბარი არ სურს. ის ფოტოებს იმოწმებს. ”შეხედეთ”, ამბობს იგი. სუბარი ”ნოუთბუქს” ხსნის. ეკრანზე ფილმი იწყება. ეს შავ-თეთრი სცენა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ბანკის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

კადრში მანქანა მარცხენა მხრიდან ჩნდება. მას მეორე მოჰყვება, რომელიც პირველს წინ ეღობება და გაჩერებას აიძულებს. მანქანიდან სამი ნიღბიანი მამაკაცი გადმოდის. ერთ-ერთი პირველი მანქანის უკანა, მარჯვენა კარს აღებს. ორს მანქანიდან მამაკაცი გადმოჰყავს და სასტიკად სცემენ. რამდენიმე წუთში ისინი ისევ მანქანაში სხდებიან და ნაცემ მამაკაცს მიწაზე მიწაზე დაგდებულს ტოვებენ.

სუბარს თავის პორტატიულ კომპიუტერში ასეთი ბევრი ჩანაწერი აქვს. კადრები ერთმანეთს გავს. ღამით რამდენიმე მამაკაცი ჩნდება. ისინი უმაწყალოდ სცემენ მსხვერპლს. სუბარისთვის მათი ვინაობა უცნობია. თუმცა მან იცის მსხვერპლთა ვინაობა. ისინი მიხეილ სააკაშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. ამიტომ სუბარის თქმით, ამ ადამიანებზე სასტიკი თავდასხმების გამო პასუხისმგებელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ”ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს”, ამბობს იგი. საქართველოში არანაირი პოლიტიკური კონტროლი და წონასწორობა აღარ არსებობს.

სოზარი მის ბრალდებებს თავის მოკრძალებულ ოფისში აგროვებს, რომელსაც წინ პატარა ბაღი აქვს. ერთ დროს, როდესაც კავკასიას ბოლშევიკები მართავდნენ, ეს სტალინის დაგეშილი ძაღლის ლავრენტი ბერიას რეზიდენცია იყო. სუბარი - საქართველოს სახალხო დამცველია; ხელფასს სახელმწიფო უხდის, რომ მან ამ უკანასკნელისგან მოსახლეობა დაიცვას. ადამიანის უფლებების დამცველი სუბარი ომის პირველი წლის შედეგებს მისი ქვეყნისთვის ასე აღწერს: საქართველომ წონასწორობა დაკარგა. მასზე ბევრად ძლიერი მეზობლის, რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულმა ხუთდღიანმა კამპანიამ, რომელმაც შარშან აგვისტოში მსოფლიო შოკში ჩააგდო, ეს კავკასიური რესპუბლიკა დაანაწევრა.

დღეს რუსული ტანკები ქართულ რეგიონებში დგანან და საეჭვოა ამ ტერიტორიების დატოვებას აპირებდნენ. რუსების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოკიდებლობისკენ ისწრაფვიან. თითქმის ყოველმა მეათე ქართველმა საკუთარი სახლი დაკარგა. ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის ცემა და თვალთავალი დაშვებულია. თავის მხრივ პოლიტიკური ოპოზიცია ერთმანეთში კამათობს. მხოლოდ ეკონომიკა არსებობს, ისიც დასავლური დახმარების წყალობით.

”აფხაზეთი - ჩვენი იერუსალიმია”
ლაშა ჟვანია კრიტიკას არ იზიარებს. მარდი პოლიტიკოსი სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. მან, პრეზიდენტის თითქმის ყველა ახლობლის მსგავსად კარიერა ადრე გაიკეთა. 1973 წელს დაბადებული კვალიფიციური იურისტი ახლა ეკონომიკური განვითარების მინისტრია. ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი დაამხო, ერთ წელიწადში ჟვანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მეორე კაცის რანგს მიაღწია. მოგვიანებით ის ელჩად ისრაელში დანიშნეს.

ახლო აღმოსავლეთიდან მას წინადადება მოჰყავს, რომლითაც საკუთარი პრეზიდენტის პოლიტიკას ხსნის - ”აფხაზეთი - ჩვენი იერუსალიმია”, ამბობს ჟვანია. ანუ ამ ფრაზის გაგება ასე შეიძლება: საერთაშორისო საზოგადოება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ისევე სერიოზულად უნდა მოეკიდოს, როგორც ახლო აღმოსავლეთისას. და კიდევ ერთი: ორი სახელმწიფოს არსებობა გამორციხულია. ”აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო და მომავალშიც ასეთად დარჩება”, ამბობს მინისტრი.

ჟვანიამ სასტუმრო ”მერიოტში” მიგვიწვია. სულ ცოტა ხნით ადრე, ამ სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯში მთავრობისადმი საქართველოს ოპოზიციის პროტესტის სიმბოლური გამოხატულება - ხელოვნური ციხის საკნები იდგა. დემოსტრანტების რიცხვმა იკლო. ოპოზიცია დაიშალა. ჟვანიამ ”ესპრესო” შეუკვეთა და მის გაგრილებას ელოდება. პერიოდულად ჭიქიდან წყალს სვამს. მინისტრი სწრაფად საუბრობს. მას მოკლე წინადადებები უყვარს.

გონივრული იყო თუ არა ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმა? ”ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”, თქვა ჟვანიამ. საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიის დემონტაჟს ახდენს? პასუხი: ”მიხეილ სააკაშვილი - კარგი მმართველია, რომელიც ყოველთვის ისმენს რჩევებს”. საერთაშორისო ინვესტიციების ასეთი შემცირება ამ ხუთდღიანი ომის დამსახურებაა? ”ერთ ომზე მეტად უცხოურ ინვესტიციებს პოლიტიკური არასტაბილურობა უფრო ვნებს”, ამბობს იგი.

ავტორიტარული რეჟიმის გზაზე
”მერიოტის” გრილი ფოიედან მთა-გორიან საბურთალომდე ავტომობილით ნახევარი საათის სავალი გზაა. ირაკლი ალასანია მოვლენებს სხვაგვარად აფასებს. ალასანია, ბურჯანაძის მსგავსად, ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია.

მისი კარიერა ჟვანიასას გავს. ალსანიაც 30 წელს გადაცილებულია. ისიც სამართალს სწავლობდა. ”ვარდების რევოლუცია” მისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა. სააკაშვილმა ის ჯერ აფხაზეთის ემიგრანტული მთავრობის ხელმძღვანელად, მოგვიანებით კი გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნა. თუმცა, ომმა ქართველი გენერლის შვილს ოპოზიციაში გადასვლისკენ უბიძგა.

ალასანია სტუმრებს ოპოზიციური გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ახალ შტაბ-ბინაში მასპინძლობს. დიდი სარკმლიდან კარგად მოსჩანს თბილისის ფართო ხედი. მოშორებით, სამების ტაძრის გუმბათი ელავს, რომლის მშენებლობაც 2004 წელს დასრულდა და ის საქართველოს რელიგიური გამოღვიძების სიმბოლოს წარმოაგდენს. ”ალიანსი” დიდწილად კონსერვატიული პოლიტიკოსების გაერთიანებაა.

”ცხინვალის აღების მცდელობა შეცდომა იყო”, ასე აფასებს ალასანია სამხრეთ-ოსურ ქალაქზე განხორციელებულ შეტევას. მთავრობამ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა. სააკაშვილი უბრალოდ ”პოლიტიკური მოთამაშეა”. მის დროს კონსტიტუციაში ცამეტჯერ შეიტანეს ცვლილებები და ყოველ ჯერზე ამ ცლილებების მიზანი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვა იყო. ”სააკაშვილი ავტორიტარული რეჟიმის გზას ადგას”, აცხადებს ალასანია.

ირაკლი ალასანია შესაძლოა სააკაშვილის უფრო რეალურ ალტერნატივას წარმოადგენდეს, ვიდრე სადაო ნინო ბურჯანაძე. მას კომპრომისების უნარი და თავშეკავებული რიტორიკა აქვს.

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სააკაშვილი მაინც ძლიერ ფიგურად რჩება. ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტს თავისი ვიზიტით ივლისში ზურგი გაუმაგრა. ოპოზიციას კი განუცხადა, რომ ამერიკა არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. presa.ge

ნანახია: 437 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017