ოთხშაბათი, 18.10.2017, 12:04
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 10 » 14:43 10.08.09 - დარჩიაშვილი თავდაცვის სამინიტროს რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო ასპექტებთან დაკავშირებით საჯარო მრგვალი მაგიდის მოწყობას უ
14:43 10.08.09 - დარჩიაშვილი თავდაცვის სამინიტროს რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო ასპექტებთან დაკავშირებით საჯარო მრგვალი მაგიდის მოწყობას უ
20:42
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი თავდაცვის სამინიტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო ასპექტებთან დაკავშირებით საჯარო მრგვალი მაგიდის მოწყობის რჩევით მიმართავს.

ასეთი ფორმატის დისკუსიების მომზადების აუცილებლობას დარჩიაშვილი იმ სიუჟეტის საფუძველზე ხედავს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით გუშინ, „კავკასიის" ეთერით, ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა „კვირის რეპორტაჟში" გავიდა. გუშინდელი „კვირის რეპორტაჟი" და გადაცემის მთავარი რესპონდენტი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი დღეს პარლამენტში კრიტიკის ობიექტი გახდა.

„როცა რუსეთ-საქართველოს ომის მთელი ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ღია აგრესორთან, სადაც ქვეყანამ აჩვენა სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული და როცა მსოფლიომ დაინახა ამ მოვლენების მთელი დრამატიზმი, ერთ-ერთ არხზე კეთდება სრულიად ცალმხრივი შეფასებები და დასკვნები და ეს ყველაფერი დადის ცალკეული შეიარაღებული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მოქმედება- უმოქმედობამდე. სიტყვისა და მედიის თავისუფლება არავის ესწავლება, მაგრამ მეორე ამბავია, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს ასეთი გადაცემები და რამდენად შეიძლება, იგი იყოს ცალმხრივი" - განაცხადა დღევადელ რიგგარეშე სხდომაზე დავით დარჩიაშვილმა.

დაპუტატმა გადაცემაში სამხედრო ექპერტის რანგში მიწვეულ გია ყარყარაშვილს შეახსენა, რომ „სამხედრო სფერო პოლიტიკის გაგრძელებაა, მთავარია პოლიტიკური ნება და არა ცალკეული ბატალიონისა და ქვედანაყოფის შეცდომები".

„ომს ყოველთვის თან ახლავს ქაოსი და გაუთვალისწინებელი მოვლენები, რისი პოლიტიზირებაც და ყველაფრის აქამდე დაყვანა არ შეიძლება"- დასძინა დავით დარჩიაშვილმა.

„პირველი"
ნანახია: 429 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017