შაბათი, 16.12.2017, 13:49
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 10 » 14:33 10.08.09 - ემნესთი ინთერნეიშნლმა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა
14:33 10.08.09 - ემნესთი ინთერნეიშნლმა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა
20:43
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 აგვისტოს „ემნესთი ინთერნეიშნლმა" გამოაქვეყნა ანგარიში - „სამოქალაქო პირები ომის შემდგომ", რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს შეეხება. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა წინაშე მდგარ პრობლემებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობას.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობისა და ასევე იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას უსაფრთხოების სიმყიფის გამო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „რამდენიმე ასეული იძულებით გადაადგილებული პირი ვერ ახერხებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი და მიმდებარე რაიონებში დაბრუნებას იმის გამო, რომ მათ აქვთ შიში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე შიში იცხოვრონ ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს ან იმ ადგილებში, სადაც განლაგებულია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები".

„ემნესთი ინთერნეიშნლი" მიესალმება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის სამოქმედო გეგმას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელიც მიზანად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფას სათანადო საცხოვრებელი პირობებით, იმისგან დამოუკიდებლად, მათი გადაადგილება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგია თუ ადრინდელი კონფლიქტების, და აღნიშნავს, რომ „ახალაშენებული სახლების უმრავლესობა აღჭურვილია ძირითადი ავეჯით და სამზარეულო მოწყობილობით და ასევე აქვს მიწის ნაკვეთი".

„ემნესთი ინთერნეიშნელი" სინანულს გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროსა და ეუთოს მისიების დახურვის გამო, რამაც შეასუსტა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის შესაძლებლობა. ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ევროკავშირის ერთადერთი მონიტორინგის მისია ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევას. „EUMM -ს დღესაც არ უშვებენ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქ არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მანდატი ფარავს საქართველოს მთლიან ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.... თავიანთი ფუნქციების შესრულების მიზნით, EUMM -ს მონიტორებს უწევთ საკონტროლო პუნქტების გავლა. ქართულ პუნქტებში მათ ატარებენ, ხოლო სამხრეთ ოსეთისა ან რუსეთის პუნქტებში გასვლაზე უარს ეუბნებიან. შეღწევაზე დაწესებული შეზღუდვები ნიშნავს, რომ მისიას არ გააჩნია პირდაპირი ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ჩრდილოეთით არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს მისიის მიერ თავისი სადამკვირვებლო ფუნქციების სრულად და ეფექტურად განხორციელებას და ართმევს მას შესაძლებლობას ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვას, დაძაბულობის განმუხტვასა და ნდობის გაძლიერებას".

„ემნესთი ინთერნეიშნელი" მოუწოდებს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.


„მედიანიუსი"
ნანახია: 432 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017