კვირა, 19.11.2017, 05:49
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 13 » 11:23 13.08.09 - ვერშბოუ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს შეიარაღებას არ გამორიცხავს
11:23 13.08.09 - ვერშბოუ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს შეიარაღებას არ გამორიცხავს
11:44
აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის აგრძელებს მტკიცებას თითქოს აშშ აგრძელებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას.

როგორც ვერშბოუმ სააგენტო „ინტერფაქსს" განუცხადა, 2008 წლის აგვისტოდან აშშ-ს საქართველოსთვის სასიკვდილო იარაღი არ მიუწოდებია, პენტაგონის ბიუჯეტში საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის 100 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე გადაირიცხა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯა.

ვერშბოუს თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას უწევდა და ამისთვის 200 მილიონი დაიხარჯა, პენტაგონს თბილისისთვის არ მიუწოდებია საბრძოლო თვითმფრინავები, საარტილერიო საშუალებები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.

პენტაგონის მაღალჩინოსანის განცხადებით, აშშ საქართველოს სამხედრო რეფორმების გატარებაში და არმიის პროფესიონალიზმის ამაღლებაში ეხმარება.
„მაგრამ, იმის გათვალისწინებითაც კი, რაც მე ვთქვი, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს უზრუნველყოს თავისი საზღვრების უსაფრთხოება. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ხილულ მომავალში ჩვენი თანამშრობლობა კონცენტრირებული იქნება იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც სასიკვდილო ხასიათი არ აქვს", - აცხადებს ვერშბოუ.

„მედიანიუსი"

ნანახია: 425 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017