სამშაბათი, 26.09.2017, 04:50
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 13 » 15:22 12.08.09 - აგვისტოს ომში დაზარალებულებს შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირდა [Video]
15:22 12.08.09 - აგვისტოს ომში დაზარალებულებს შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირდა [Video]
11:48
[საბა წიწიკაშვილი]
შიდა ქართლის გუბერნიის შენობიდან აგვისტოს ომით დაზარალებულები АКС-ის ტიპის ავტომატებით შეიარაღებულმა სპეცრაზმმა გამოყარა.

8 აგვისტოს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით აგვისტოს ომის წლისთავი აღინიშნებოდა, გორის რაიონის ორი სოფლის – ფლავისა და ფლავისმანის მოსახლეობა გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილთან ითხოვდა შეხვედრას, სოციალური პრობლემების გასაზიარებლად.

ეს ორივე სოფელი ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. მოსახლეობის განცხადებით გუბერნატორის მდივანმა მათ განუცხადა, რომ ვარძელაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.

როცა ხალხმა მოითხოვა, რომ მდივნის ნათქვამი საკუთარი თვალით ენახა, გუბერნატორის თანაშემწემ მოსახლეობას განუცხადა – ”შეგიძლიათ, ტუალეტშიც ნახოთ”...

ამის შემდეგ, გუბერნიის შენობაში შეიარაღებული სპეცრაზმი გამოჩნდა და ხალხს შენობა დაატოვებინა. საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობა გორის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.

presa.ge
ნანახია: 408 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017