ოთხშაბათი, 18.10.2017, 12:05
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 13 » 11:02 13.08.09 - ”ძნელი მოსასმენია, მაგრამ რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება საქართველოს ოკუპაციას”
11:02 13.08.09 - ”ძნელი მოსასმენია, მაგრამ რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება საქართველოს ოკუპაციას”
11:52
[ნინო მიქიაშვილი]
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით, ექვსკვირიანი კვლევა ჩაატარა. მკვლევარი (”აირექს ფელოუ”) ჩვენი თანამემამულე ვასილ რუხაძე გახლდათ, რომელიც 11 წელია ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს.

იმაზე, თუ როგორ აფასებს საკუთარი ეროვნულობის, ფასეულობების და ტრადიციების უარმყოფელ ადამიანებს; როგორი ჩანს აქ არსებული ვითარება ამერიკიდან; როგორი დატოვა და როგორი დახვდა საქართველო;

რატომ ვერ დგება ფეხზე ქართული სახელმწიფო; სად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები და რატომ შეიძლება სცადოს რუსეთმა მთელი საქართველოს ოკუპაცია, პრესა.გე სამშობლოდან ამერიკაში გამგზავრების წინ შეხვდა და ესაუბრა ვასილ რუხაძეს, რომელიც ოჰაიოს შტატში, ამერიკის ერთ-ერთი დიდი უმაღლესი სასწავლებლის - კენt sტეიტ უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტარანტია.

ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, 23 წლის იყო, როცა აშშ-ში გაემგზავრა, როგორც ენის შემსწავლელი სტუდენტი. 2 წელი ნიუ-იორკში ინგლისურ ენას სწავლობდა. პარალელურად, იმისთვის რომ თავი გადაერჩინა, ყველა სახის სამუშაოს შესრულება უხდებოდა, იქნებოდა ეს ავეჯის გადატანა, ღებვა, სამშენებლო სამუშაოები, ბინების რემონტი, თუ მიმტანად მუშაობა.

ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, 3 წლის მანძილზე ნიუ-იორკის ერთ-ერთ იურიდიულ სერვისში მუშაობდა, მერე - კენტ სტეიტ (კოლუმბიის) უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული მკვლევარი. ერთი წლის წინ ჩაირიცხა კენt sტეიt უნივერსიტეტში, რომელსაც 3 წლის შემდეგ დაამთავრებს. სწავლის პარალელურად ამავე უნივერსიტეტის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრში მკვლევარად მუშაობს. 11-წლიანი ემიგრანტობის მანძილზე სამშობლოში პირველად გასული წლის აგვისტოში ჩამოვიდა და როგორც თავად ამბობს, პირდაპირ გორის დაბომბვაში მოჰყვა. მეორედ ექვსი კვირის წინ ჩამოვიდა. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნებას და იქ მიღებული ცოდნის აქ გამოყენებას გეგმავს. ამბობს, რომ ესაა მისი ცხოვრების მიზანი.

ვასილ რუხაძე: საქართველოდან 1999 წლის იანვარში წავედი. მაშინ 23 წლის გახლდით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობით, ახალი დამთავრებული მქონდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, არა მხოლოდ ეკონომიკური გაპარტახების და პოლიტიკური არასტაბილურობის კუთხით; ეს ვრცელი პრობლემა იყო, საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის, საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობის. საქართველოდან აშშ-ში ჩემი გაგზავრებაც სწორედ ამან გამოიწვია, რადგან როდესაც ახალგაზრდა ადამიანმა მივიხედ-მოვიხედე, ჩემი ადგილი აქ არ იყო. სიტუაცია, როგორც ათეულ-ათასობით ქართველს, მეც მაიძულებდა ამ ქვეყნიდან წავსულიყავი.

11 წლის შემდეგ ცვლილება, რაც ჩემი თვალით დავინახე, განსაკუთრებით თბილისში, ბათუმში და რამდენიმე დიდ ქალაქში, ძალიან დიდია. ბევრი სტრუქტურული მშენებლობები მიმდინარეობს. მთლიანობაში ძალიან დიდი გაჭირვებაა - უამრავი ქართული ოჯახი კვლავ საკუთარი არსებობის გადარჩენისთვის იბრძვის. საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენებში ჯერ კიდევ არის ღრმა პოლიტიკური არასტაბილურობის, გარკვეული უიმედობის შეგრძნება. შეიგრძნობა მთლიანი საზოგადოებრივი კრიზისი, საზოგადოების, რომელმაც განვითარების რაღაც ეტაპზე ძალიან ძლიერი პოლიტიკური დარტყმა მიიღო. ესაა ერთგვარი შენელების და სტაგნაციის განცდა, რომელიც სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს გეუფლება. ვიმედოვნებ რომ ეს მდგომარეობა დროებითია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღეს, საქართველოს განვითარება შეჩერებულია, რაც უმთავრესად 2008 წლის ომმა განაპირობა და შემდეგ ამის აქსელერაცია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოახდინა.

ახლა თუ ხედავთ თქვენს ადგილს საქართველოში, დაბრუნებას თუ აპირებთ?
- ამჟამად აშშ-ში ვსწავლობ, 3 წელი დამრჩა. ჩემი დიდი სურვილია სწავლის დასრულების შემდეგ 1 წელი ვაშინგტონის რომელიმე პოლიტიკურ ორგანოში ვიმუშაო. ჩემი ცხოვრების მიზანი გახლავთ საქართველოში დავბრუნდე და ამ ქვეყანას ვემსახურო.

როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო და რა არის იმის მიზეზი, რომ ქართული სახელმწიფო ფეხზე ვერ დგება?
- იქიდან დანახული საქართველო არის ძალიან სამწუხარო. თავიდან, როდესაც გარკვეულ ცვლილებებს ხედავ, რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის კარგი გიხარია. სულ სხვანაირად ჩანს, როდესაც ამ ყველაფერს ყოფიერ დონეზე ეხები - როდესაც თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ქუჩებში, სხვადასხვა სოფლებში დადიხარ, ცოტა სხვა განცდაა. იქიდან დანახული საქართველო არის უპირველეს ყოვლისა ქვეყანა, რომელმაც თავისი შესაძლებლობები (როგორც ინტელექტუალური, ისე ეკონომიკური და სხვა) სრულად ვერ განახორციელა.

პირველი, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, არის შრომის დაბალი ეთიკa. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველი ზარმაცია. უბრალოდ, ჩვენ შრომის დისციპლინა გვაკლია. ყველა წარმატებული საზოგადოება, ძალიან მკაცრ შინაგან დისციპლინას ემყარება, საკუთარ თავზე მუშაობას. ამასთან, ჩვენში ძალიან დაბალია განათლების დონე. საქართველოს სპეციალისტების ქრონიკული კრიზისი აქვს. ვგულისხმობ ადმინისტრაციული მართვის ორგანოებს, სამინისტროებს, საკანონმდებლო ორგანოებს და ასევე, მნიშვნელოვანწილად კერძო სექტორს. მესამე პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ინდივიდუალური ინიციატივა ძალიან დაბალია, რადგან ქართული საზოგადოება თავიდანვე ლიდერზე იყო აგებული და არ წარმოქმნილა, როგორც მაგალითად ამერიკული, ან დიდი ბრიტანეთის საზოგადოება, პატარა სამოქალაქო საზოგადოებebის შეკრების ნიადაგზე. ეს წარმოიშვა მეფის, როგორც ერთი სამხედრო-პოლიტიკური ლიდერის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება.

ამას დაემატა ორასწლიანი კოლონიური ისტორია, რამაც საქართველო მთლიანად სახელმწიფო მექანიზმზე დამოკიდებული გახადა. აქედან გამომდინარე, ჩვენში ყველა საკითხი და ასე ვთქვათ ხსნის პროგრამა იმასთან ასოცირდება, რომ ეს ან მთავრობისგან უნდა გამოდიოდეს და ან მთავრობა უნდა იყოს დამნაშავე. საერთოდ, ლიდერზე უკიდურესი დამოკიდებულების სინდრომი ძალიან ხშირია იზოლირებულ საზოგადოებებში. ამას ემატება ოკუპაცია (117 წლიანს პლუს 70 წლიანი კომუნისტური), რომელიც საქართველომ გაიარა. ჩვენ ხომ დღეს პოსტკოლონიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ?! შრომის ძალიან დაბალი ეთიკა და განათლების უკიდურესი ნაკლებობა, ეს ყველაფერი ერთმანეთში ძალიან რთულადაა გადახლართული და შედეგად გვაქვს ის, რაც გვაქვს.

როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება?
- საქართველო დგას ძალიან ძლიერი ქვეყნის წინაშე (რუსეთს ვგულისხმობ), რომელიც დათმობას არ აპირებს. უფრო მეტიც - ესაა ქვეყანა, რომელიც ხელს უშლის კავკასიაში საქართველოს, როგორც წარმატებული ქვეყნის არსებობის პრეცენდენტს, იმდენად, რამდენადაც თუ საქართველო ჩამოყალიბდება, როგორც წარმატებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, ეს მუდმივად იქნება რუსულ ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობის, აჯანყებების და ა.შ. კერა, რადგან თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების მოსურნე ერები (მაგალითად ჩეჩნები, დაღესტნელები, აზერბაიჯანელები, სომხები და ა.შ.), ყოველთვის ეცდებიან საქართველოს მიბაძონ. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის წინაშე საკითხი ძალიან მარტივად დგას, რომ მოსპოს ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ მოსპოს ეს მაგალითი, თუკი ოდესმე საქართველო შედგება, როგორც წარმატებული სახელმწიფო. ეს პრობლემა ძალიან გადაჯაჭვულია აფხაზეთის და შიდა ქართლის საკითხთან.

სამწუხაროდ, ერთადერთი ყველაზე დიდი ბერკეტი, რაც ამჟამად საქართველოს გააჩნია, არის დასავლეთი, რომელსაც რუსეთთან თავისი უამრავი პოლიტიკური პრობლემა აქვს და ცდილობს ეს პრობლემები რამენაირად გადაწყვიტოს. ძალიან ბევრი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, დასავლეთის წინაშე ქართული საკითხი და აფხაზეთის და ”სამხრეთ ოსეთის” საკითხი ასე მკვეთრად, ასეთი სიმწვავით არ დგას. ეს არის რეალობა.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ამის მოსმენა, გარკვეული დროის შემდეგ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას (ამჯერად სრულ ოკუპაციას) კიდევ ერთხელ ეცდება. ეს იქნება დრო, როდესაც ქართული საზოგადოების წინაშე მთელი სიმძლავრით უნდა დადგეს საკითხი, რომ გადაარჩინოს ქართული სახელმწიფო და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. ეს დრო მოვა, რადგან რუსული რეჟიმი აუცილებლად ეცდება სამხრეთ კავკასიაში ქართული სახელმწიფო მოსპოს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, უპირველეს ყოვლისა მორალურად, შემდეგ ფიზიკურად, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ ისე, როგორც ქართულ სახელმწიფოს შეეფერება.

რატომ ხდება ეროვნული ფასეულობების, ჩვენი ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის უგულებელყოფის და ”დასავლური ფასეულობების” წინა პლანზე წამოწევის საფუძველი უცხოეთში გატარებული 2-3 წელი?
- ჩვენი ერი, ჩვენი საზოგადოება იმ სამყაროს ეკუთვნის, რომელსაც ჩვენ მოვწყდით. ბუნებრივია, ევროპას ვგულისხმობ. ქართული ფასეულობებისთვის არა თუ უცხოა დასავლური ფასეულობები, არამედ, სწორედ ჩვენ ვართ ამ ფასეულობების ერთ-ერთი შემომქმედი. ქართული აზროვნება, მე-11-12-13 საუკუნეებში, როდესაც ქართული სახელმწიფო მისი ძლიერების ზენიტში იდგა, ქართული საზოგადოება წმინდა წყლის ინდივიდუალური საზოგადოება გახლდათ, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, ტოლერანტობაზე დამყარებული, რომელიც ასევე რელიგიურ თავისუფლებასაც ითვალისწინებდა.

დასანანი ისაა, რომ დღეს დასავლეთისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ცხოვრებისეული ყოფითი ელემენტები, ჩვენში ძალიან ცუდად შემოიტანეს და ამას დაარქვეს თავისუფლება და დასავლეთი. დღეს ამ ფასეულობების ასე მახინჯად ექსპორტი, უპირველესად თავად ამ ადამიანების დაბალ ინტელექტუალობასა და სულიერ განვითარებაზე მიუთითებს. არაფერი არ არის უფრო ანტიდასავლური და ანტიამერიკული, ვიდრე საკუთარი ფასეულობების, ეროვნულობისა და ტრადიციების უარყოფა.

ხშირად მესმის რომ საქართველო არის გაორებული ცივილიზაცია, გაორებული კულტურა. პათეტიკურად კითხულობენ - ვინ ვართ ჩვენ, ევროპა თუ აზია? რა თქმა უნდა, საქართველო არის ევროპა, ევროპული კულტურა, ევროპული ცივილიზაცია. ეს ბალასტი, რომელიც მივიწებეთ, არის იზოლაციონალიზმის და ხანგრძლივი ოკუპაციის შედეგი, რომლისგანაც ჩვენ უნდა განვიწმინდოთ. დასავლური ფასეულობა (რომელსაც არც მინდა, რომ დასავლური ვუწოდო, რადგან ის ისევეა დასავლური, როგორც არის ქართული, გერმანული, შვედური) ემყარება ძალიან მტკიცე შრომის ეთიკას, საკუთარი კულტურის, საკუთარი რელიგიის პატივისცემას, ისევე, როგორც ემყარება სხვა ეროვნებების და სხვა მრწამსის ადამიანების პატივისცემას. ეს ორი ერთმანეთს აბსოლუტურად არ გამორიცხავს.

დასავლური კულტურა და მშვიდობა არ ნიშნავს გულხელდაკრეფილ ჯდომას და სხვის იმედად ყოფნას. უპირველესად ეს არის ჩვენი ძალა, ენერგია, რომელიც ქართველებმა უნდა მოვიკრიბოთ და შევქმნათ ჭეშმარიტად ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, რომელიც ნიშნავს ევროპულს. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი; საქართველო, როგორც აღვნიშნე, ისტორიული ბედუკუღმართობით გამოწვეული იზოლაციონიზმის მსხვერპლი იყო. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ევროპაში დავბრუნდეთ. სხვაგვარად ქართულ სახელმწიფოს მომავალი არა აქვს. presa.ge
ნანახია: 451 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017