კვირა, 19.11.2017, 06:02
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 13 » 11:42 13.08.09 - პაუზა კავკასიის ძალისმიერ პოკერში?
11:42 13.08.09 - პაუზა კავკასიის ძალისმიერ პოკერში?
11:57
[სილვია შტიობერი, თარგმანი:foreignpress.ge]
კავკასიის ომიდან ერთი წელი გავიდა: საქართველო ძველებურად კონფლიქტის კერაა - ცხელი პრეზიდენტით, მის ტერიტორიაზე გაზრდილი რუსული არმიის კონტიგენტითა და ორი აჯანყებული რეგიონით. ცოტა ხნის წინ სიტუაცია კვლავ დაიძაბა, თუმცა საეჭვოა ახალ ესკალაციას ადგილი ჰქონდეს.

განცხადება მკაფიო იყო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქლაქეებისა და რუსი ჯარისკაცების დასაცავად, ნათქვამი იყო რუსეთის თავდავის სამინისტროს 1 აგვისტოს განცხადებაში. რუსეთის მუქარა, მისი მხრიდან ქართველების დადანაშაულებას მოჰყვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის მისამართით ცეცხლის გახსნით ახალი დაძაბულობის პროვოცირებას ახდენდა. ოფიციალურმა თბილისმა ბრალდება უარყო და თავის მხრივ რუსეთი სასაზღვრო ზოლის გადმოწევაში დაადანაშაულა.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში ახალი ბრალდებები გაისმა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო, რაზეც რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი უკვე რამდენიმე თვე დაჟინებით წინაწარმეტყველებდა: ახალი ესკალაცია სამხრეთ კავკასიაში. ფელგენგაუერი ის სამხედრო ექსპერტია, რომელმაც შარშანდელი ომი კონფლიქტამდე რამდენიმე კვირით ადრე იწინასწარმეტყველა.

ფელგენჰაუერის აზრით, რუსეთის მიზანს დემილიტარიზებული მეზობელი სახელმწიფო წარმოადგენს, სუსტი ცენტრალური მთავრობით სათავეში. რუსეთის არმია საქართველოში იმისთვის უნდა განთავსდეს, რომ აკონტოლოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული მარშრუტი და საბოლოოდ დაანგრიოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ოცნება, ასევე სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზებზე სამშობლოსგან მოწყვეტილი სამხედროებისთვის მომარაგების მარშრუტი გარანტირებულად უნდა შექმნას.

მოხდება თუ არა საქართველოში ახალი ესკალაცია?
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ანატოლი ნაგოვიცინის არგუმენტი ასეთია: საქართველოს სიტუაციის ესკალაცია, დასავლეთის მხრიდან გარანტირებული მხარდაჭერის მოპოვებისთვის სჭირდება. გარდა ამისა, რუსეთი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებს უკვე თვეებია, რომ საქართველოს მთავრობა არმიის ხელახალი შეიარაღებითაა დაკავებული და რომ ამაში მას უკრაინა და აშშ ეხმარება.

მართლაც, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შარშან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისკენ მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა შეძლო. თუმცა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე თავდასხმა მას ძვირად დაუჯდა. ორივე აჯანყებული რეგიონი დღეს რუსეთის ხელში მყარად მოექცა და ქვეყანას დამანგრეველი ზიანი მიადგა.

თავად სააკაშვილის მიმართაც პატივისცემა და ნდობა დაიკარგა. იმ დროს როდესაც ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში მოგზაუროებენ, სააკაშვილი დიდწილად სახლშია. მის მთავრობას მოუწევს იმის აღიარება, რომ დასავლეთისთვის საკითხის ასე დაყენება “ან ჩვენსკენ ან რუსეთისკენ” არასწორი იყო.

მოთამაშე რესურსების გარეშე
რადგან, სააკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების გამო საკუთარ სახლშიც წნეხის ქვეშ მოექცა, იზრდებოდა საფრთხე, რომ ის ესკალაციის განახლებით, ქვეყნის კვლავ საკუთარი თავის გარშემო მობილიზებას მოინდომებდა. მაგრამ ამ მოსაზრებას მთავრობის ოპონენტებიც ეჭქვეშ აყენებენ: “იმ შემთხვევაშიც კი თუკი სააკაშვილი მოთამაშეა, მას ესმის, რა რეაქცია მოყვება ასეთ აქციებს რუსეთში, საერთაშორისო თანამეგობრობასა და თავად საქართველოშიც”, აცხადებს ოპოზიციის ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც სააკაშვილს კარგად იცნობს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ისინი მთავრობაში ერთად მუშაობდნენ.

რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილსაც მიაჩნია, რომ “პრეზიდენტი შარშანდელ თავგადასავალს არ გაიმეორებს, რადგან მან უკვე გახარჯა ამისთვის ყველა პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და მორალური რესურსი”.

საინტერესოა ასევე თუ რა მდგომარობაში არიან საქართველოს უსაფრთხოების ძალები. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ აქცენტი თავდაცვითი უნარების ამაღლებაზე კეთდება, ასევე სამხედროებისა და სამოქალაქო პერსონალის მომზადებაზე, რაშიც საქართველოს პარტნიორი-ქვეყნები და ნატო სასწავლო პროგრამების მხარდაჭერით ეხმარებიან.

საქართველო ახალი იარაღისთვის მზად არ არის

ივლისის შუა რიცხვებში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ქართულ არმიას მხარს უჭერს. მაგრამ ეს მხარდაჭერა გამოიხატება “დაგეგმვაში, წრთვნასა და ორგანიზებაში” დახმარებით.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს თნამშრომელმა ვაშინგტონში კონგრესის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დააზუსტა: მომავალში ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველო თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად მზად არაა.

ვაშინგტონმა ასევე ძალიან ფრთხილი რეგირება მოახდინა საქართველოს თხოვნაზე აშშ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას მიერთებოდა, იცოდა რა რუსეთის შესაძლო რეაქცია ამ თემაზე. შესაბამისად, როგორც ჩანს აშშ-ს ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მეტად სიმშვიდე სურს.

არეულობა ჩრდილოეთ კავკასიაში
იმავდროულად, რუსეთი სამშვიდობო გეგმას არღვევს და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მის სამხედრო ყოფნას ავითარებს. რუსეთს პრობლემები აქვს ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში. ის, რომ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს არეულობის საფუძველს ქმნის რუსეთის მთიან რეგიონში, სადაც ავტონომიურ მისწრაფებებს ახშობენ და სიღარიბის დონე ძალიან მაღალია. ბევრი უკმაყოფილოა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც. აფხაზეთის ოპოზიცია რუსეთის დომინირებით უკმაყოფილოა, კოკოითის კი კორუფციაში ადანაშაულებენ.

როგორც ჩანს ობამას და მედვედევის საუბარმა ეფექტი გამოიღო, მას შემდეგ რაც ისინი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ, ახალი ცნობები სროლებზე აღარ გავრცელებულა. შესაძლოა, მცირე ინციდენტებს ადგილი ჰქონდეს, თუმცა დიდ სამხედრო ესკალაციას როგორც ჩანს ამ ზაფხულს საქართველო გადაურჩება. presa.ge
ნანახია: 399 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017