შაბათი, 16.12.2017, 13:44
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 16 » 17:06 14.08.09 - რუსების მტკიცებით, უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციები „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჭკუაზე დადიან
17:06 14.08.09 - რუსების მტკიცებით, უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციები „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჭკუაზე დადიან
15:06
„ნოვი რეგიონის" მტკიცებით, დღეს უკრაინულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სიმფეროპოლში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან პიკეტი სპეციალურად ტელეკომპანია „იმედისთვის" მოაწყვეს.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა ორგანიზაციებმა მართლაც მოაწყვეს პიკეტი და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ცნობილი მიმართვა გააპროტესტეს. მოგვიანებით, საკონსულოსთან „რუსული ბლოკის" წარმომადგენლებიც მივიდნენ, რასაც კინაღამ შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

რუსული სააგენტო „ნოვი რეგიონი" კი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეს აქცია სპეციალურად ტელეკომპანია „იმედისთვის" გაიმართა.

„მედვედევის მიმართვის შემდეგ, უკრაინაში ჩამოიყვანეს „იმედისა" და „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფები. ისინი მოძრაობენ ქალაქებში და „უკრაინელების აღშფოთებას" იღებენ", - ამტკიცებს „ნოვი რეგიონის" წყარო.

ამავე წყაროს თქმით, ამჟამად „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი სევასტოპოლში იმყოფება, სადაც ჯგუფ "ბლექსიფორის" გემები უნდა შევიდნენ.

„მედიანიუსი"
ნანახია: 431 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017