შაბათი, 16.12.2017, 13:48
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 16 » 16:34 14.08.09 - პუტინის სოხუმში ვიზიტის დროს მომხდარ აფეთქებებში დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს
16:34 14.08.09 - პუტინის სოხუმში ვიზიტის დროს მომხდარ აფეთქებებში დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს
15:12
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტის დროს მომხდარ აფეთქებებში დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

დე ფაქტო გენპროკურორის პირველი მოადგილის ბესლან კვიციანის განცხადებით, „გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებები ერთი ჯაჭვის რგოლებია, რადგან შემთხვევის ადგილიდან აღებული ფრაგმენტები აბსოლუტურად იდენტურია".
„გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების საქმეა, რომლებიც აქამდე ვერ შეეგუენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და აფხაზეთში რუსეთის მთავრობის მეთაურის ვლადიმერ პუტინის ჩასვლას", - განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ გაგრასა და სოხუმში აფეთქებები 12 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს განხორციელდა. გაგრაში მომხდარმა აფეთქებამ ორი ადგილობრივი მცხოვრების - 25 წლის დავით მეტრეველის და 52 წლის ლიუდმილა სურინას სიცოცხლე იმსხვერპლა, სამჩენკოს ოჯახის სამი წევრი - ცოლ-ქმარი და მათი შვილი კი დაიჭრნენ. მეორე აფეთქება მოგვიანებით, სოხუმის სანაპიროზე, იმ რესტორანთან ახლოს განხორციელდა, რომელშიც რუსული დელეგაციის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად რესტონაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.

სოხუმში ვიზიტად მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გაგრაში მომხდარი აფეთქებები „აფხაზეთის არცთუ მარტივი ისტორიული წარსულის გამოძახილად" შეაფასა.

„პირველი"
ნანახია: 405 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017