ოთხშაბათი, 18.10.2017, 12:02
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 16 » 19:46 14.08.09 - მთავრობის სხდომაზე “ეკონომიკური ხოტბა” ისმის
19:46 14.08.09 - მთავრობის სხდომაზე “ეკონომიკური ხოტბა” ისმის
15:18
ბოლო დროს ქვეყნის პირველი პირები მთავრობის სხდომებს იმიტომ ატარებენ, რომ ერთმანეთს მოუთხრონ სახელმწიფოში განხორციელებული “ეკონომიკური წარმატებების” შესახებ. ასე მაგალითად, ბოლო სხდომის შემდეგ პრემიერმა და მისმა გუნდმა დაასკვნა, რომ მათი ყველა გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა და ქართული ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ნდობა თითქმის აღდგენილია.

მთავრობის უკანასკნელი სხდომა იმით დაიწყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს სახაზინო ვალდებულებების კუთხით გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სახაზინო ვალდებულებების გამოშვება კრახით დასრულდა.

სხვათა შორის, საკმაოდ წარუმატებელი იყო საქართველოში წინა წლებში გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები, როდესაც სპეკულაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, თუმცა ამაზე პრემიერს სიტყვა არ დასცდენია.

- “სახაზინო ვალდებულებები ერთდროულად რამდენიმე პარამეტრის მაჩვენებელია: რამდენად ჯანსაღია საბანკო – საფინანსო სექტორი, რამდენად დიდია ნდობა მთავრობის ეკონომიკური პროგრამის მიმართ და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე საპროცენტო განაკვეთი არის დაბალი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ, ერთის მხრივ, ჯანსაღია საბანკო სექტორი, ხოლო მეორეს მხრივ, მაღალია ნდობა ქართული ეკონომიკის მიმართ”, - აღნიშნა გილაურმა.

პრემიერი საერთაშორისო მასშტაბების ვალებსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ევრო ობლიგაციების ფასები ყოველდღიურად იზრდება.

- ”ევრო ობლიგაციები წლის გამოშვებით 100 დოლარში იყო ნომინირებული. მისი ფასი წლევანდელი წლის აპრილში დაეცა 62 დოლარამდე, თუმცა ახლა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო მონაცემებით, 82 დოლარს გადააჭარბა.

ესეც გარკვეულწილად ნიშნავს ნდობას საერთაშორისოეკონომიკურ საზოგადოებაში. იმედი მაქვს, იმ ფინანსურ პაკეტს, რომელიც საზოგადოებას შევთავაზეთ, დადებითი ეფექტი აქვს და უფრო მეტ წარმატებას მოიტანს სექტემბერში”, - აღნიშნა გილაურმა.

ფინანსთა სამინისტროში კი ევროობლიგაციებზე ფასის ზრდის კომენტირებისას აღნიშნავენ, რომ საქართველოში უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დიმიტრი გვინდაძე აცხადებს, ევროობლიგაციების ფასის მატება იმის მაჩვენებელიცაა, რომ მსოფლიო კრიზისი დაძლევისაკენ წავიდა, რადგან ფასების რყევა მარტო საქართველოზე არაა დამოკიდებული.

-”აგვისტოს ომმა და გლობალურმა კრიზისმა ობლიგაციებზე ფასის კლება გამოიწვია, თუმცა გაზაფხულიდან მატება ისევ დაიწყო და ბოლო ორი თვის მანძილზე შესამჩნევად გაძვირდა. თუ კრიზისის დაძლევის პროცესი წარმატებით გაგრძელდა, გამორიცხული არაა მათი ფასი საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდეს”, - აცხადებს დიმიტრი გვინდაძე.

გილაურმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის დადებით შედეგებზე ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული პაკეტი, რომელსაც დადებითი ეფექტი აქვს, მომავალში ქართული ეკონომიკისთვის უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება.

- ”ეს მიანიშნებს საერთაშორისო ეკონომიკურ საზოგადოებაში ქართული ეკონომიკის მიმართ გარკვეულ ნდობაზე”, - ბოლოს და ბოლოს საზეიმო დასკვნა გააკეთა ნიკა გილაურმა.
presa.ge
ნანახია: 451 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017