სამშაბათი, 26.09.2017, 04:43
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 19 » 13:23 19.08.09 - კავკასიური ლეგენდები: მიხეილ სააკაშვილი ომიდან ერთი წლის თავზე
13:23 19.08.09 - კავკასიური ლეგენდები: მიხეილ სააკაშვილი ომიდან ერთი წლის თავზე
14:54
[ვოლფგანგ შმიგი. Nurnberger, თარგმანი: foreignpress.ge

სახელმწიფოს მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერი ისწავლა. ერთი წელი გავიდა, რაც მან სეპარატისტულირესპუბლიკის სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ უგუნური სამხედრო აქცია მოაწყო, რასაც რუსეთთან ომი მოჰყვა, თუმცა მისგან არანაირი თვითკრიტიკის იმპულსი არ მოდის.

ამაზე მისი რიტორიკა და ვითარების არარეალური შეფასება მიუთითებს: ვიდრე სააკაშვილი მისი ქვეყნის სათავეშია, კონფლიქტის გონივრულ გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ. იმავდროულად, ეს ადამიანი, ნატოს წევრ სახელმწიფოებსსიგნალს უგზავნის, რომ საქართველო მისი მეთაურობით ევროპის კავშირის წევრი ვერ გახდება.

რელობის დაკარგული განცდა
;ომის წლისთავზე სააკაშვილი კავკასიური ლეგენდის წარმოდგენას შეეცადა - ლეგენდას დემოკრატიულ დავითზე, რომელიც წარმატებით იცავდა თავს ავტორიტარული რუსული გოლიათისგან. ბუნებრივია, პრეზიდენტმა იცის, რომ ამით ზღაპარს მსოფლიო თანამეგობრობის აზრსაც აწვდის. თუმცა, იმავდროულად როგორც ჩანს რეალობის განცდა იმდენად დარღვეულია, რომ ამ ისტორიის დაჯერებას თავადაც იწყებს.

ის დარწმუნებულია, რომ ომი არა მან, არამედ რუსეთმა გააჩაღა. მისი ვერსიის ნაწილია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს მისი ჯავშანტექნიკით ქართველი ჯარისკაცებისგან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაცვა კი არა, არამედ რეალურად თბილისის პროდასავლური მთავრობის დამხობა და “ქართული დემოკრატიის ჩახშობა” სურდა, განაცხადა სააკაშვილმა ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა ფაქტები სხვაგვარად გამოიყურება. ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა კავკასიის საკითხებში ექსპერეტის შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის გამოძიების შედეგები. მაგრამ გარკვეულმა ინფორმაციამ უკვე გამოჟონა: დოკუმენტების მიხედვით საქართველოს ამ მოვლენებში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. სააკაშვილი მამა აბრამის ბატკანი სულაც არ არის, როგორადაც თავი მოაქვს. შარშან მას ნერვებმა უმტყუნა და სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პროვოკაციებს სამხედრო ძალით უპასუხა.

არანაირი თავდაცვის აქტი
ეს თავდაცვის აქტი არ ყოფილა, რაც გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით დაშვებულია, არამედ უპატიებელი პოლიტიკური უგუნურება. სააკაშვილმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ სამხედრო ქმედებაზე ბუშის ადმინისტრაციისგან მხარდაჭერა ექნებოდა, რომელმაც 2005 წელს საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა და ქვეყანას არმიის შეიარაღებასა და მოდერნიზაციაში ეხმარებოდა. თუმცა იმ დღეებში სახელმწიფოს მეთაურმა გაიგო, რომ ამერიკელები მისი შორეული კავკასიელი “მეგობრის” დახმარებისთვის მზად არ აღმოჩდნენ.

თუმცა ჯორჯ ბუშმა ნატოს აიძულა რუსეთთან კავშირი გაეწყვიტა პუტინის ამ მეტისმეტად მკვეთრი რეაქციის გამო. მაგრამ მოგვიანებით მოსკოვთან ურთიერთობა კვლავ დარეგულირდა. ამერიკელებმა იციან, რომ რუსეთის მხარდაჭერა, მათ სხვა პრობლემების მოგვარებაში სჭირდებათ. ესენია ავღანეთი და ირანის ბირთვული პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ კორეა, კლიმატის ცვლილება და ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გადალახვა.

დამარცხებული
ომიდან ერთი წლის შემდეგ, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ამ დავაში დამარცხებულია. მისი მიზანი აჯანყებული რეგიონები დაებრუნებინა, ახლა შორეული პერსპექტივაა; საქართველოს ნატოში გაწევრიანება გადაიდო; საშინაო პოლიტიკის მხრივ ის დასუსტებულია, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით - დიდწილად იზოლირებული. გარდა ამისა, ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის დეფიციტია. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგსა და ვაშინგტონში სწავლობდა, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს და ფლობს დასვლურ ტერმინოლოგიას. თუმცა, ეს ქვეყნის დემოკრატიული სიმწიფის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.




presa.ge

ნანახია: 1049 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017