შაბათი, 21.04.2018, 20:30
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 22 » 14:56 22.08.09 - „კონსერვატიული პარტია“ „ელიტ-ელექტრონიქსის“მაღაზიათა ქსელზე ყადაღის მოხსნას მოითხოვს
14:56 22.08.09 - „კონსერვატიული პარტია“ „ელიტ-ელექტრონიქსის“მაღაზიათა ქსელზე ყადაღის მოხსნას მოითხოვს
17:54

„კონსერვატიული პარტია" „ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელზე ყადაღის მოხსნას მოითხოვს.

როგორც „ელიტ-ელექტრონიქსის" ერთ-ერთ მაღაზიასთან გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახა კუკავამ განაცხადა, არ შეიძლება ისეთი მსხვილი საწარმოს გაჩერება, როგორიც „ელიტ-ელექტრონიქსია".

„თუკი საგადასახადოს რაიმე პრეტენზიები აქვს საწარმოსთან, უნდა მოხდეს მისი შემოწმება, შევიდნენ ინსპექტორები და შეამოწმონ ისე, რომ არ დაადონ ყადაღა და თანამშრომლები არ დარჩნენ უმუშევრები. ყადაღის დადება იწვევს საწარმოს დანგრევას",-აღნიშნა კუკავამ.

მისივე ინფორმაციით, საწარმოს დალუქვის შედეგად კომპანიის 3 ათასი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, ხოლო დალუქვამდე საგადასახადომ კომპანიის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. საწარმოს 7 მლნ ლარს ედავებიან.

„კონსერვატორების" ინფორმაციით, მხოლოდ ამ ერთი მოქმედებით მთავრობამ 3 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა, რაც ისედაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე სოციალური დარტყმაა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც „კონსერვატორებმა" წარმოადგინეს, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის რეკორდული დონე დაფიქსირდა.

„კონსერვატიული პარტია" სააკაშვილის მთავრობის ამ მოქმედებას აფასებს როგორც კერძო ბიზნესის რეკეტს.

„კონსერვატიული პარტია" ითხოვს, გამოძიებული იყოს საგადასახადო ორგანოების მიერ კერძო საწარმოების დალუქვის კანონიერება, გადაისინჯოს კანონმდებლობაში საგადასახადო ორგანოს უფლება, საგადასახადო შემოწმების დროს შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ თანამდებობის პირების მოქმედებებზე, რაც იწვევს სამუშაო ადგილების გაუქმებას.
„ელიტ ელექტრონიქსმა" მაღაზიათა ქსელი გუშინ დახურა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, „ელიტ ელექტრონიქსი" ფინანსური პოლიციის მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან სასამართლო დავებს აწარმოებს და პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს ინკასო დაედო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას.

„21 აგვისტოს კი, ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებზე შევიდა საგადასახადო ინსპექცია, რის გამოც კომპანია ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას და ხურავს „ელიტელისა" და „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელს",-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


„ინტერპრესნიუსი"

ნანახია: 558 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2018