შაბათი, 16.12.2017, 13:54
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 25 » 17:10 25.08.09 - „ლეიბორისტული პარტიის“ მტკიცებით, უგულავა და სააკაშვილი პარკირებიდან შემოსული ფულით მომავალი არჩევნების გაყალბებას აპირებენ
17:10 25.08.09 - „ლეიბორისტული პარტიის“ მტკიცებით, უგულავა და სააკაშვილი პარკირებიდან შემოსული ფულით მომავალი არჩევნების გაყალბებას აპირებენ
17:58

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერების მტკიცებით, თბილისის მერი გიგი უგულავა და პრეზიდენტი სააკაშვილი პარკირებიდან შემოსული ფულით მომავალი არჩევნების გაყალბებას აპირებენ.

დღეს საკრებულოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა სოსო შატბერეშვილმა და კახა ძაგანიამ ქალაქში პარკირების ახალი სისტემის შემოღებასთან ერთად დაწესებული გადასახადები გააპროტესტეს და ამის შედეგად 4 ათასამდე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის სამუშაო ადგილებზე დაბრუნება მოითხოვეს.

„ჩვენ არ ვაპროტესტებთ პარკირების სისტემას. ჩვენ ვაპროტესტებთ მაღალ გადასახადებს, რომელიც სახელმწიფომ ხალხს დაუწესა. საკუთარ ეზოშიც ვეღარ გაგიჩერებია მანქანა, - იმაშიც ფულია გადასახდელი! ეს ფული სააკაშვილისა და უგულავას ჯიბეში მიდის, ფედერალურ ბიუჯეტში კი მისი მხოლოდ 30% ილექება“, - განაცხადა შატბერაშვილმა.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პარტია უფრო ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას კომპანია „სითი პარკის“ ოფისთან, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან გეგმავს.

დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარკირების ახალ წესებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ პროტესტს უერთდება და ხელისუფლებას „ფეოდალური ხანის წესებით მოქმედებაში“ ადანაშაულებს.

როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, „ხელისუფლებისა და კომპანია „სითი პარკის“ თანამშრომლობის ირგვლივ ბევრი სამართლებრივი კითხვა იბადება“.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ საჯარო სექტორში თანხების შემოდინება უზრუნველჰყოს, 4000 ადამიანს სამსახურის გარეშე ტოვებს და კერძო კომპანიას წილში ისვამს, რითიც გადასახადის ამოღების უფლებას ასხვისებს. ეს სუფთა ფეოდალური ხანის მოქმედებაა. პარკირება იგივე მოსაკრებელია და მას ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება შეუძლია, ამ ფორმით კი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, ბიუჯეტი ზარალდება“, - განმარტავს ლორთქიფანიძე, რომლის ინფორმაციით, „პარკირების მეშვეობით შემოსული თანხის 60%-ს ხელისუფლება იღებს, დანარჩენი 40% კი კომპანიას რჩება“.

ამასთან, დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიის“ დღევანდელ განცხადებას მნიშვნელოვნად აფასებს და მასთან სათანამშრომლოდ მზადყოფნას გამოთქვამს.

„მინდა, „ლეიბორისტებს“ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. მათ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს. ვეცდები, პარტიასთან ვითანამშრომლო და ამ საქმეს ბოლომდე მივყვე“, - დასძინა ლორთქიფანიძემ.


ცნობისთვის: „სითი პარკი“ ებრაული კომპანიაა, რომელმაც 2008 წლის სექტემბერში თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მისი წინამორბედის - შ.პ.ს. „ლიმიტედის“ მიერ დასაქმებული მომსახურე პერსონალი, სულ 4 000-მდე მოქალაქე 2009 წლის 20 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლა.


„პირველი“

ნანახია: 531 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017