კვირა, 19.11.2017, 05:46
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 25 » 15:50 25.08.09 - ია მამალაძე: ”უკვე იატაკქვეშეთში გადავდივართ, გაზეთს პროკლამაციასავით ვკითხულობთ”
15:50 25.08.09 - ია მამალაძე: ”უკვე იატაკქვეშეთში გადავდივართ, გაზეთს პროკლამაციასავით ვკითხულობთ”
18:10

[კახეთის საინფორმაციო ცენტრი]
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, რეგიონებში დამუკიდებელი მედია ყოფნა - არყოფნის ზღვარზეა.

- ”ადრე რეგიონულ მედიას პროფესიული კადრებისა და ტექნიკის დეფიციტი ჰქონდა, დღეს კი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. დიდი ხანია ჟურნალისტების ცემა-ტყეპას არ ერიდებიან, მაგრამ ახლა მეთოდები უფრო დახვეწეს. ძირითადად, ორი სახის მექანიზმი იკვეთება: დაიწყო ჟურნალისტებისა და გამომცემლების მასობრივი გადაბირება გამგეობებსა და საკრებულოებში თანამდებობებზე დანიშვნით. ჟურნალისტები თანხმდებიან შეთავაზებულ თანამდებობებზე მუშაობას, რადგან ძალზე დაბალი ანაზღაურება აქვთ. ვერავის მოსთხოვ გმირობას და არა მარტო თავის, არამედ ოჯახის წევრების საფრთხეში ჩაგდებას. ხელისუფლებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ არასასურველი ჟურნალისტების შორეული ნათესავებიც კი უპერსპექტივო უმუშევრებად აქცია”, - აღნიშნავს ია მამალაძე.

მისივე თქმით, გამგეობასა და საკრებულოებში ერთსა და იმავე ადგილას მუშაობს პრესასთან ურთიერთობის 3-4 სპეციალისტი, მაშინ როცა ერთიც არ არის საჭირო.

- ”მაგალითად, ოზურგეთში მასობრივად გადაიბირეს კვალიფიციური კადრები, დანიშნეს მუზეუმის, თეატრის პრესსამსახურების უფროსებად. სიღნაღში მედია კომუნისტების დროიდანვე კარგად იყო განვითარებული. ახლა კი არც ერთი გაზეთი აღარ გამოდის. სამაგიეროდ, არის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელსაც უფროსი და ორი სპეციალისტი ჰყავს. რა საჭიროა პრესასთან ურთიერთობის სამსახური, როცა ქალაქში პრესა აღარ არსებობს. ზეწოლის მეორე ფორმა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე ზეწოლაა. მათ უკრძალავენ არასასურველი გაზეთების გამოწერას, რეკლამის განთავსებას. მაგალითად, გურიის ჯანდაცვის სისტემაში თათბირი გამართეს და თანამშრომლები გააფრთხილეს, თუ ”გურია ნიუსს” გამოიწერთ, პრობლემები შეგექმნებათო. ლაპარაკია გაზეთის არა სამსახურში, არამედ სახლში გამოწერაზე. უკვე იატაკქვეშეთში გადავდივართ, გაზეთს პროკლამაციასავით ვკითხულობთ”, - აცხადებს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე.
 presa.ge

ნანახია: 473 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017