ოთხშაბათი, 18.10.2017, 12:00
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 25 » 15:42 25.08.09 - იგორ იურგენსი - რუსებისა და ქართველების ურთიერთობების გათვალისწინებით ყველაფრის შემობრუნება შესაძლებელია
15:42 25.08.09 - იგორ იურგენსი - რუსებისა და ქართველების ურთიერთობების გათვალისწინებით ყველაფრის შემობრუნება შესაძლებელია
18:14

რუსეთის რომელ ლიდერს, მედვედევსა თუ პუტინს მიუძღვის უფრო მეტი წვლილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში, რამდენად სწორია მტკიცება, რომ პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რათა ახლად არჩეულ პრეზიდენტ მედვედევს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომ დასავლეთს მედვედევთან კარგი ურთიერთობები არ ჩამოყალიბებოდა; რა უფრო მოსალოდნელია, რუსეთის გარდაქმნა თუ ქვეყანაში დეზინტეგრაციული პროცესების დაწყება, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტ მედვედევთან დაახლებულ იგორ იურგენს ესაუბრა, რომელიც თანამედროვე განვითარების იმ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე თავად მედვედევმა დაარსა და ახლა ამავე ინსტიტუტის სამათვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს. 


- ბატონო იგორ, ერთი წლის წინ კრემლმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თქვენი აზრით, რუსეთის ორი დიდერიდან, რომელს მიუძღვის უფრო მეტი წვლილი შარშან აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში?

-გულწრფელად ვამბობ, რომ - პრეზიდენტ სააკაშვილს. მე კავკასიისა და რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში დიდი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტაში ჩემი მოკრძალებული გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2008 წლის ივლისისთვის რუსეთში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების არანაირი გეგმა არ არსებობდა.
მოსკოვში აქტიურად განიხილებოდა ამ რეგიონებში რუსეთის სამშვიდობო მისიისა და მოლაპარაკებების წარმოების გეგმები. მართალია, ეს მოლაპარაკებები ძალიან მძიმედ, ზოგჯერ ორმაგი ფსკერით მიმდინარეობდა, მაგრამ მოსკოვის სახელისუფლო წრეებში არ ვიცნობ ადამიანს, არც - საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც უშიშროების საბჭოში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელსაც ქონდა დავალება, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ ემოქმედა ან მხარს უჭერდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. რუსეთის სახელისუფლო და პოლიტიკურ წრეებში ეს თემა ტაბუდადებული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში მოხდა, თქვენს კითხაზე გპასუხობთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი მრავალგზის დააჩქარა თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

- შარშან, ამ დროს დასავლური პრესა შენიშნავდა, რომ რუსეთის ლიდერთაგან ერთ-ერთს, კერძოდ მედვედევს კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დაემტკიცებინა, რომ ქვეყანაში პირველი პირი და პუტინზე მამაცია. თქვენ იზიარებთ ასეთ მოსაზრებას?

- როგორც ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების გარკვეულ მუშაობაში, შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლის ივლისისთვის მოსკოვში არ განიხილებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებული საქართველოს საზღვრების გადახედვისა და საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის რაიმენაირი გეგმა. საქართველოს ელჩ ეროსი კიწმარიშვილთან და სხვა საღად მოაზროვნე ქართველებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მე მქონდა პრეზიდენტ მედვედევთან ფორმალური და არაფორმალური კონტაქტები და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მედვედევს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ქონდა ჩამოყალიბებული. საუბარია რუსეთის სამშვიდობო როლის გააქტიურებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს აღიარებულ საზღვარებში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე.

შეიძლება, ვცდებოდე ან გულუბრყვილო ვიყო, მაგრამ გეუბნებით იმას, თუ რა განწყობა ქონდა პრეზიდენტ მედვედევს აგვისტოში ომის დაწყებამდე. ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო, ვფიქრობ, მედვედევს სხაგვარი მოქმედების უფლება არც ჰქონდა და არა მგონია, იგი იმაზე ფიქრობდა, როგორ წარმოჩდებოდა საზოგადოების წინაშე. მაშინ მისი ამოცანა განსაცდელში აღმოჩენილი ადამიანების დაცვა იყო. ასე რომ, იგი სხვა რამეს, იმისგან განსხვავებულს ვერ გააკეთებდა, რაც გააკეთა.

- პუტინის სოხუმისა და მედვედევის ცხინვალში სტუმრობის შემდეგ აფხაზური და სამხრეთოსური პრესა წერდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ პუტინი დიდხანს, მაგრამ მიზანდასახულად მიდიოდა. ამბობენ იმასაც, რომ პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რათა მედვედევს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კრემლში წინასწარ მომზადებული, დასავლეთისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები მიეღო, რათა შემდეგ დასავლეთს მედვედევთან კარგი ურთიერთობები არ ჩამოყალიბებოდა. . .

- ამგვარი რამ, კონსპიროლოგიის თეორიიდან არის. მე რომ კატეგორიულად ვთქვა, ეს ასე არ არის-თქო, თავს ჩავიგდებ იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელმაც არ იცის, რა ხდება ქვეყანაში; რომ ვთქვა, მეც ასე ვფიქრობ-მეთქი, არასერიოზულ ადამიანად ჩამთვლიან. იქ, სადაც მე ვიმყოფები - თანამედროვე განვითარების ინსტიტუტში, მონაწილეობა მაქვს მიღებული იმგვარ რუსულ-ქართულ კონსულტაციებში, რომელშიც ორივე მხრიდან მონაწილეობდნენ ჭკვიანი და სერიოზული ადამიანები, რომლებმაც საკითხის ისტორია ჩემზე უკეთ იციან და შემიძლია, გავიმეორო - მე რუსეთის ხელისუფლებაში არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ივლისამდე მიღებული ჰქონდა მითითება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის პირობების შესაქმნელად.

მეტიც, მე მონაწილეობა მივიღე სტოკჰოლმის შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, აფხაზები, მქონდა საუბრები სამხედროებთან, რომლებიც თავის დროზე აფხაზეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდნენ და მქონდა შეგრძნება, რომ გამოსავლის პოვნა შესაძლებელი იყო. მართალია, მაშინ ყველაფერი მდორედ მიმდინარეობდა, მაგრამ ადგილებზე პროვოკაციების შემდეგ ნათელი იყო, რომ გარკვეული თამაში მიდიოდა ნერვების გამძლეობასა და მოთმინების გამოცდაზე. დარწმუნებით ვამბობ -2008 წლის ივლისამდე რუსეთის პოლიტიკურ „ტუსოვკაში“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობას საერთოდ არავინ განიხილავდა.
ჩემი აზრით, გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ სპონტანურად იქნა მიღებული. მისი მიღება დიდწილად განპირობებული იყო საქართველოსთან დაკავშირებით ვაშინგტონის აქტიურობით. რომ არა საქართველოს მიმართ აშშ-ს აქტიურობა, შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არც შემდგარიყო.

- რუსეთში თითქმის აღარ დარჩა ექსპერტი, რომელიც მოსკოვის ამ ნაბიჯის სასარგებლოდ დღეს ერთ არგუმენტს მაინც მოიხმობდა. თქვენ არ მიიჩნევთ, რომ მოსკოვს სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა არ უნდა ეღიარებინა?

- თავის დროზე მე ამ საკითხებში ზომიერი მიდგომის მომხრე ვიყავი. მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში გამარჯვების ეიფორია სუფევდა და ცხადი იყო, რომ სახელმწიფო სათათბიროს გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ამის გარდა, მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში არა ანტიქართული, მაგრამ ანტისააკაშვილისეული განწყობა იყო.

ვთვლიდი, რომ მაშინ მოსკოვს გარკვეული დრო უნდა დაეტოვებინა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სარკოზი-მედვედევ შეთანხმების შესრულებაზე ფიქრი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილმა შეთანხმებიდან ამოიღო პუნქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსებზე მსჯელობის დაწყების შესახებ.

-უკაცრავად, ბატონო იური, სააკაშვილს სარკოზი-მედვედევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან ეს მუხლი არ ამოუღია. ქართული მხარის მიერ შეთავაზებული შესწორება სწორედ რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი სტატუსის საერთაშორისო დონეზე განხილვის დაწყებას ითვალისწინებდა. . .

- შეთანხმების იმ ვარიანტში, რომელიც მე ვნახე, ასეთი რამ საერთოდ არ იყო. ის პუნქტი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის ძიება, მაგრამ მე აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ვმოღვაწეობ. მე არც სამხედრო პირი ვარ და - არც დიპლომატი, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ პოლიტიკურ წრეებში ისეთი ვითარება იყო, რომ ჩემი აზრით, მოსკოვს სხვა გზა არ ჰქონდა ისეთი ინსტრუმენტის შესაქმნელად, რომელიც გამორიცხავდა საქართველოს მხრიდან ამ რეგიონებზე მორიგ აგრესიას. ვთვლი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღება, გარკვეულწილად, იჩქარა, არ ქონია კონსულტაციები ექსპერტთა ფართო წრეებთან, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვერდიდან კრიტიკა იოლია, ხოლო გადაწყვეტილების მიღება - ძნელი.

-ობამას მოსკოვში, ხოლო ბაიდენის კიევსა და თბილისში ვიზიტების შემდეგ უპასუხოდ დარჩა კითხვა - შედგა თუ არა ე.წ. გადატვირთვა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის?

- გადატვირთვა შედგა. სხვადასხვა ინსტიტუტები მხარეებს შორის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარულ ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ. მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული იარაღის შემცირების საკითხებზეც, რაშიც რუსეთი დაინტერესებულია. განისაზღვარა ადამიანთა წრე, რომლებიც ამ მიმართულებებზე მუშაობას კოორდინაციას გაუწევენ. დაგეგმილია მაღალი დონის კოორდინატორების

- სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა.

რაც შეეხება ბაიდენის განცხადებებს. ბევრი ცდილობს, ბაიდენის განცხადებები მოსკოვში ობამას ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების საპირწონოდ წარმოაჩინოს ან მიიჩნიოს, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ელიტამ ხაზი გადაუსვა მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებებს. გარწმუნებთ, ამის მაგვარი არაფერი ხდება. ბაიდენის განცხადებების არსი ასეთია - თუ რუსეთი თავის ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სხვა პრობლემებს არ გადაწყვეტს, მის ნაცვლად ამას არავინ არ გააკეთებს. ამერიკა კი არ აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში გაატარა, ანუ ყველაფერი თავად რუსეთზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ბევრს არ მოეწონა გამოთქმული მოსაზრებების ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბაიდენი პირდაპირი ადამიანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამერიკის მისამართით დაუშვებელ გამონათქვამებს. არ ღირს ამ გამონათქვამებზე ყურადღების გამახვილება. ყურადღებას იმსახურებს ის, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად შექმნილია ინსტიტუტები და ახლა ის დროა, დაველოდოთ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკებების შედეგებს.

- პუტინის 10-წლიანი მმართველობის შედეგები ამას წინათ მოსკოვში გამართულმა კონფერენციამ შეაჯამა. კონფერენციის მთავარი დასკვნა ასეთი იყო - რუსეთში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია, რუსეთი უნდა გარდაიქმნას ან გაქრეს პოლიტიკური რუკიდან, ანუ უნდა დაიშალოს. რა უფრო მოსალოდნელია რუსეთის გარდაქმნა, თუ ქვეყანაში დეზინტეგრაციული პროცესების დაწყება?

-მე უკეთესი მიმართულებით ცვლილებების იმედი მაქვს. ქვეყნის მოდერნიზაციაზე ყველა კლანის, პარტიის, გავლენის ჯგუფების წარმომადგენლები საუბრობენ. ამაზე მსჯელობენ როგორც კონსერვატიულ-ძალოვანი, ისე ლიბერალურ-პროდასავლური ფრთის წარმომადგენლები. ამიტომ მოდერნიზაციის იდეის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთს არ ელაპარაკებიან. ვინც ამ პროცეს ხელს შეუშლის, ქვეყნის ისტორიული განვითარებას წინ აღუდგება. ვფიქრობ, რომ ასეთ რისკს თავის თავზე არავინ არ აიღებს.

მოდერნიზაციის იდეის ირგვლივ იდეოლოგიურად დაპირისპირებული ადამიანების დაკავშირება ჩვენი ინსტიტუტის ზრუნვის საგანი და ამოცანაა. ამ მიმართულებით ჩვენ საზოგადოებას არა ერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ.

- გასაგებია, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური პროცესის შემობრუნება, თუ უკვე ყველაფერი გარკვეულია?

- რუსებისა და ქართველების ურთიერთობების გათვალისწინებით, ყველაფრის შემობრუნება შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობში შემოვაბრუნებთ კიდეც. რაც შეეხება სახელმწიფო საზღვრებს და აღიარებას, დაღვრილი სისხლის შემდეგ, ამას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ხომ გაგიგონიათ - არასოდეს არ თქვა, - არასოდეს.

ეს უამრავ ფაქტორზე და კეთილი ნების ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ თქვენთან ერთად ისეთ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, როცა ოფიციალური პროპაგანდა გვასწავლიდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთთან საქართველოს მეგობრობისა და ნებაყოფილობით შეერთების მაგალითი იყო. ახლა ჩვენ ვგებულობთ, რომ ამ პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია. ასე იყო, თუ ისე, ძალიან დიდი დროის მონაკვეთში რუსები და ქართველები ურთიერთსარგებლობისა და ორმხრივი სიამოვნების ვითარებაში ცხოვრობდნენ. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩემი დაბადების დღიდან (მე 1952 წელს დავიბადე), ვიდრე საბჭოთა კავშირი არ დაიშალა, ანუ 1991 წლამდე, ეს ასე არ იყო, მე მას დუელში გამოვიწვევ. ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით და ეს სასარგებლო იყო როგორც ქართველებისთვის, ისე რუსებისთვის. აღარაფერს ვამბობ კულტურათა, ლიტერატურათა და ოჯახების კავშირებზე.

მე ვსაუბრობ იმაზე, რომ არაფერი არ არის მარადიული. გეორგიევსკის მეგობრობა ჩვენ ისეთ ომად ვაქციეთ, რომლის წარმოდგენა მე ერთი წლის წინ, ცუდ სიზმარშიც არ შემეძლო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია მშვიდობით თანაცხოვრება.

- უკაცრავად, ბატონო იური, მაგრამ იძულებული ვარ შეგახსენოდ, რომ რუსეთს, 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის არც ერთი მუხლი არ შეუსრულებია. მეტიც, 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფო საერთოდ გააუქმა, ხოლო ერთმორწუნე რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა . . . გავაგრძელო?

- დღევანდელი პროპაგანდით, რუსები და ქართველები ანტიგეორგიევსკის ტრაქტატის რეჟიმში, მტრობაში, უნდობლობასა და გაუგებრობაში იმის გამო ვცხოვრობთ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და, შესაბამისად, რუსეთთან მშვიდობა აღარ იქნება. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიის შესრულებით გეორგიევსკის ტრაქტატზე საბჭოთა ოფიციალური პროპაგანდა.

ვიცი, რის გამო და როგორ იჭერდა რუსეთის იმპერია ქართველ მეფეებს, მაგრამ ძლიერის უფლება არავის არასდროს არ გაუუქმებია და არც ახლა არ გააუქმებს, სასურველია, რომ ძლიერი ჭკვიანიც იყოს.

„ინტერპრესნიუსი“
ნანახია: 377 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017