სამშაბათი, 26.09.2017, 04:48
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 25 » 20:19 25.08.09 - ეკონომიკის განვითარების მინისტრად კახა ბენდუქიძის ”მარჯვენა ხელად” ცნობილი თამარ კოვზირიძის წარდგენა იგეგმება
20:19 25.08.09 - ეკონომიკის განვითარების მინისტრად კახა ბენდუქიძის ”მარჯვენა ხელად” ცნობილი თამარ კოვზირიძის წარდგენა იგეგმება
22:50
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრად ესპანეთში საქართველოს ელჩის ზურაბ პოლელიკაშვილის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება ანულირებულია. ”პირველის” სანდო წყაროს ცნობით, ამ პოსტზე კახა ბენდუქიძის ”მარჯვენა ხელად” ცნობილი თამარ კოვზირიძის კანდიდატურის წარდგენა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრობის ახალი კანდიდატი კახა ბენდუქიძის გუნდის წევრია და ბენდუქიძის მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პორტფელის ჩაბარების შემდეგ სახელმწიფო კანცელარიის ადმინისტრაციაში გადაბარგებულმა ბენდუქიძემ ახალ მინისტრთან ეკა შარაშიძესთან როგორც ჩანს, შესაბამის შეთანხმებას მიაღწია და საკუთარი გუნდის ორი წევრი და მოადგილე - თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა სამინისტროში დატოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მინისტრის პოსტი შარაშიძემაც დატოვა, კოვზირიძე და ლეჟავა კანცელარიის ადმინისტრაციაში გადაიყვანა.

მთავრობიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, თამარ კოვზირიძისა და ვახტანგ ლეჟავას რჩევებს ხშირად ითვალისწინებდა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან მათი მისამართით ხშირად ისმოდა პრეტენზიები ე.წ. სამთავრობო ინტრიგებში მონაწილეობის შესახებ.

სხვათა შორის, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულმა ლაშა ჟვანიამ ბოლო ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გადაყენების გადაწყვეტილება პრემიერმა სწორედ ბენდუქიძის გუნდის პრესინგის შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ გილაურს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლაშა ჟვანია ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა, ზურაბ პოლელიკაშვილი ამ პოსტზე დღეს, 12:00 სთ-ზე უნდა წარედგინა, თუმცა წარდგენა გადაიდო, რისი ოფიციალური მიზეზებიც არავის განუმარტავს. presa.ge
ნანახია: 383 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017