კვირა, 19.11.2017, 05:44
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 25 » 16:06 17.08.09 - “ტელეარხი 25”-ს საგადასახადო სამსახური ძველი ვალების დაფარვას თხოვს [Video]
16:06 17.08.09 - “ტელეარხი 25”-ს საგადასახადო სამსახური ძველი ვალების დაფარვას თხოვს [Video]
23:01

[სოფო ბურჭულაძე, რუსლან დავითაძე, ტელეარხი TV25]

ბათუმში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას საგადასახადო სამსახური ასლან აბაშიძისდროინდელი დავალიანების დაფარვას თხოვს. ტელეკომპანია “ტელეარხი 25” ვარდების რევოლუციის შემდეგ ფინანსური დავალიანების საკითხის გარკვევას სამი ინსტანციის სასამართლოში ცდილობს.

ვარდების რევოლუციამდე 25-ე არხის აქციათა 51% მაშინდელ უშიშროების მინისტრთან დაახლოებული პირის მფლობელობაში იყო, 49% კი - ტელევიზიის დამფუძნებლების. 2005 წელს დამფუძნებლებმა ტელეკომპანია დაიბრუნეს, თუმცა ძველი ვალების გადახდა საგადასახადო სამსახურმა მათ დააკისრა.

დღეს შ.პ.ს ”ტელეარხი 25”-ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ბათუმში სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. “ტელეარხი 25”-ის ხელმძღვანელობა საგადასახადო სამსხურის მიერ 277 ათასი ლარის და ამავდროულად დაგროვილი საურავებისა და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2008 წლის 22 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა და ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტი ბათილად ცნო, რის შემდეგაც ახალი საგადასახადო აქტი უნდა გამოცემულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

დღევანდელ პროცესს არასამთავრობო სექტორისა და აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “დემოკრატიის ინსტიტუტის” თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების აღნიშნული ქმედებით რეგიონში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას აფერხებს. გენო გელაძის შეფასებით, ამას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს.

საქართველოს საგადასახადო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აჭარის საგადასახადო სამსახურის ადვოკატები “ტელეარხი 25”-ის ადვოკატის მიერ დაყენებულ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და არსებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას მოითხოვენ.

სამი ადვოკატიდან კომენტარის გაკეთება არც ერთმა ისურვა. პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე უძღვებოდა. “ტელეარხი 25”-ის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. დამოუკიდებელი ტელევიზია კი საჭიროების შემთხვევაში დავის გაგრძელებას უზენაეს და სტრასბურგის სასამართლოებში გეგმავს.
presa.ge
ნანახია: 530 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017