კვირა, 19.11.2017, 05:45
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 1 » 21:25 31.08.09 - მიხეილ სააკაშვილს განმუხურში ფეხსაცმელი ესროლეს
21:25 31.08.09 - მიხეილ სააკაშვილს განმუხურში ფეხსაცმელი ესროლეს
00:29
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
30 აგვისტოს განმუხურელებთან შესახვედრად მისულ საქართველოს პრეზიდენტს თავში ფეხსაცმელი უთავაზეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 30 წლამდე უცნობმა მამაკაცმა ფეხსაცმელი გაიძრო და მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ისე გაისროლა, რომ მოულოდნელობისგან პირადი დაცვაც კი დაიბნა. პრეზიდენტს ფეხსაცმელი შუბლში მაშინ მოხვდა, როცა იგი საცეკვაო მოედანზე, ტელეკამერების წინ კომენტარს ჩაცუცქული აკეთებდა.

განმუხურში ჩასულმა ”პრესა. გე”-მ უცნობი მამაკაცის ვინაობა ვერ დაადგინა, მაგრამ თვითმხილველებისგან ინციდენტის დეტალები შეიტყო. სავარაუდოდ, მამაკაცი, რომელმაც პრეზიდენტს ფეხსაცმელი ესროლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ინციდენტის შემდეგ მან გაქცევა სცადა. პოლიცია და სამთავრობო დაცვის წევრები ”თავდამსხმელს” გაედევნენ და იგი ზღვის სანაპიროზე დააკავეს.

განმუხურელები იხსენებენ, რომ დაკავებისას ძალოვანები მამაკაცს ჯერ სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ავტომანქანაში ჩააგდეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ იგი მათი თანასოფლელი არ არის.

მიხეილ სააკაშვილის ”განმუხურული ვოიაჟი” კიდევ ერთი ფეხსაცმლის ისტორიას უკავშირდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პრეზიდენტმა “პლაჟზე” ჩვილი ბავშვის ფეხსაცმელი თავად აღმოაჩინა. სააკაშვილს ფეხსაცმელი ხელში ეჭირა და პატრონს ეძებდა...

- ”სააკაშვილს აქ იმდენი შემგინებელი დახვდა, ყველა რომ დაეჭირათ, სოფელში არავინ დარჩებოდა. ერთი გინება სააკაშვილის მისამართით დაცვამაც გაიგო, მაგრამ აშკარად წაუყრუა. ისე, ჩვენი სოფლიდან იქ ბევრი ხალხიც არ იყო, სულ ჩამოყვანილები იყვნენ. განმუხურელი ვინც იყო, ყველა წერილით მივიდა. დაცვა არავის აკარებდა პრეზიდენტს ახლოს, მაგრამ ბარათების გადაცემა რამდენიმემ მაინც მოახერხა”.

- ”სააკაშვილი დისკოთეკაზე ფეხშიშველი რომ ცეკვავდა, ის რატომ არ გადაიღეს ნეტავი?! ან ფეხსაცმელი რომ ესროლეს მიშას კამერების წინ, რა, ავტომატურად გაჩერდა და კადრში ვერ მოხვდა? ყველა კამერამ დააფიქსირა ეს ფაქტი, მაგრამ დამალეს...”

- ”რომ იძახდა სააკაშვილი, აქეთ სინათლეა, იმ კედელს იქეთ კი ნახეთ, წყვდიადია, რუსები ბატონობენო. რა, სანამ იმ პლაჟამდე მივიდოდა, მთელი განმუხური წყვდიადში არ გაიარა? სამი დღეა შუქი არ გვაქვს და ორი კვირაც არ გვექნება. აფხაზებმა დავალიანების გამო გაგვითიშეს. არ იცის სააკაშვილმა, რომ 1992 წლიდან შუქს აფხაზები გვაძლევენ? მარტო ჩვენ კი არა ახლომახლო სოფლებსაც”.

- ”იმ ვითომ გამყოფ კედელთან ბუნგალო რომ დგას, იმის მეპატრონეს რატომ არ ჰკითხა, რომ გადაგიწვეს აფხაზებმა და მანქანაც რომ წაგართვეს, როგორ მოახერხე აღდგენაო? ოკუპაციის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაცია არ გვეკუთვნოდა”?

- ”რომ დატოვა ეს კედელი რას ნიშნავს ნეტავი? რისი სიმბოლო შეიძლება იყოს? შეიხედოს იმ კედელში სააკაშვილმა და რუსს კი არა, მერაბიშვილის პოლიციელებს ნახავს, იქ ხომ საგუშაგოა. ღამით თუ შეიხედა... იქ პოლიციის პოსტი კი არა ნამდვილი ბორდელია”...

ეს ის კომენტარებია, რომელიც ”პრესა.გე”-მ განმუხურში, პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს ჩაიწერა. ვიდეოკამერის წინ გამოჩენა კი არც ერთმა რესპოდენტმა ისურვა.

ვინაობის გამხელა მხოლოდ ერთმა მათგანმა გაბედა, რომელსაც სააკაშვილის და მერაბიშვილის განმუხურში ვიზიტები ცუდად დაებედა. ორი წლის წინ, მზია ახალაიას საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის ღობე, პირველად სწორედ მათ გაუნგევიათ.

მზია ახალაია: ”განმუხურში, რუსებთან მომხდარი ცნობილი ინციდენტის დროს მოხდა ეს ამბავი. მე არ მინახავს, მაგრამ საჭესთან მერაბიშვილი იჯდა, გვერდით კი სააკაშვილი... მოკლედ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობე 6 მეტრის მანძილზე გაანგრია...

ჩემს სახლთან ყველაზე სახიფათო მოსახვევია, ამიტომაც გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანები ტყაპა-ტყუპით ვარდებიან ჩემს ბოსელში... ბოლო ორი წლის მანძილზე 23 ასეთი შემთხვევა მოხდა. გუშინ კი ორჯერ მოხდა ავარია და ორივეჯერ ბოსელში შემომივარდნენ”.

დაზარალებული ქალბატონი დახმარებას ითხოვს, მაგრამ აღარ იცის ვის და რა ფორმით მიმართოს... თუმცა ახალაიების გაგლეჯილი ღობის ამბავი, მისი თქმით, ”ყველაზე უკეთ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა იციან”... presa.g
ნანახია: 456 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017