სამშაბათი, 26.09.2017, 04:56
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » ევროკავშირი, კავკასიური ომის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების წინ, პატრულირებას ამკაცრებს
ევროკავშირი, კავკასიური ომის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების წინ, პატრულირებას ამკაცრებს
19:46
ნენსი ისენსონი

იმ დროს, როდესაც ევროკავშირი იმ გამოძიების შედეგების მოსასმენად ემზადება, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ ვინ დაიწყო გასული წლის ომი რუსეთთან, საქართველოში ევროკავშირის პატრულირება გამკაცრდა.

ნოემბერში ევროპის კავშირმა შექმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძია რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მიზეზები. შედეგები ოთხშაბათს, 30 სექტემბერს გამოქვეყნდება.

კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია ომი, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთსა და ქართულ სეპარატისტულ ტერიტორიებს, სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს შორის.

ჯარი მზადყოფნაშია

ომი იმით დამთავრდა, რომ რუსულმა ჯარმა ქართული არმია სეპარატისტული რეგიონებიდან გამოაძევა, ეს რეგიონები კი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

მოსკოვმა მოსაზღვრე რაიონებში ათასობით სამხედრო დატოვა და რეგიონში არ უშვებს ევროკავშირის მეთვალყურეებს, სადაც დაძაბულობა გრძელდება.

მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა Associated Press-ს სამშაბათს განუცხადა, რომ სასაზღვრო რაიონში სიმშვიდე ძირითადად შენარჩუნებულია და ის იმედოვნებს, რომ ოთხშაბათს, ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ არ შეიცვლება სიტუაცია.

მოსალოდნელია დაბალანსებული ანგარიში

კვლევას კავკასიის კონფლიქტების ექსპერტი, შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტის უსაფრთხოებას მკაცრად იცავენ იმ სპეკულაციების ფონზე, რომ ანგარიში მოსკოვსაც და თბილისსაც დაადანაშაულებს, რასაც შეიძლება ლოკალური პოლიტიკისთვისაც და საერთაშორისო დიპლომატიისთვისაც ფეთქებადსაშიში შედეგები მოჰყვეს.

მაგრამ სულ ბოლო დროს მედია იტყობინება, რომ დოკუმენტი ალბათ დაბალანსებული იქნება და მასში ორივე მხარეს გააკრიტიკებენ.

ორიგინალი
ნანახია: 428 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017