20:41
ევროკავშირის ვერდიქტი საქართველოზე
ევროკავშირის ვერდიქტი საქართველოზე



ფაბრიციო დრაგოსეი

ევროკავშირის საგამოძიებო კომისია დღეს განაცხადებს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა, რითაც რუსეთთან კონფლიქტი დაიწყო. მაგრამ ის ასევე განაცხადებს, რომ მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა თბილისის პროვოცირებისთვის, და რომ მისი რეაქცია არათანაზომიერი იყო. ეს ძალიან ზომიერი გადაწყვეტილებაა, თუმცა ცხადია, რომ პირველმა გაისროლო (როდესაც მოსფლიოს ყველა ლიდერი პეკინში ოლიმპიადას ესწრება), უკვე სერიოზული დანაშაულია.

საქართველოს და ორ სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს და ოსეთს შორის, 18 წლის წინ მიმდინარე სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომების შემდეგ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, სამხედრო ზავი გფორმდა. ეს ზავი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია, რომელიც ამ წლების განმავლობაში თავის ქვეყანაში ნაციონალიზმს აქეზებდა.

ახლა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ “მნიშვნელობა არ აქვს” პირველმა ვინ ისროლა. ზოგიერთები იქამდეც მივიდნენ, რომ ამ ფაქტებს ყალბ პოლონურ თავდასხმებს ადარებენ, რომელთა ინსცენირებასაც 1939 წელს გერმანული აგრესიის გამართლებისთვის ნაცისტები მიმართავდნენ.

მაშინ ყველაფერი ჰიტლერის ორგანიზებული იყო, რომელმაც გარდაცვლილთა ცხედრებიც კი გამოიყენა და მათ ვითომ პოლონელი თავდამსხმელების ფორმები გადააცვა. შარშან ქართველები მართლაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს, გამოიყენეს რა ტანკები და ბომბდამშენები. სწორია როდესაც რუსეთს მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდებთ. თუმცა პუტინის ჰიტლერთან გათანაბრება არ ღირს.

ორიგინალი
ნანახია: 852 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]