სამშაბათი, 26.09.2017, 04:47
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » ევროპული ანგარიში საქართველოს ომის გამო ორივე მხარეს დაადანაშაულებს
ევროპული ანგარიში საქართველოს ომის გამო ორივე მხარეს დაადანაშაულებს
19:44
იმ ოფიციალური პირის ინფორმაციით, ვინც იცნობს კომისიის ნამუშევარს, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, ევროპის კავშირის მანდატით მოქმედი გამომძიებლები, როგორც მოსალოდნელია, დაასკვნიან რომ სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტებზე შეტევით, ომს საქართველომ დაუდო სათავე, რაც უარყოფს თბილისის განმარტებებს შეტევის თავდაცვითი ხასიათის შესახებ

მაგრამ ოფიციალური პირის თქმით, ანგარიში ამ დასკვნას არანაკლებ წონადი არგუმენტით დააბალანსებს: თუ საქართველომ პირველმა ისროლა, რუსეთმა შექმნა და გამოიყენა გარემოებები, რომლის შედეგადაც ომი დაიწყო. წლების მანძილზე, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში აქეზებდა სეპარატისტულ მოძრაობებს, ანკლავებში არიგებდა რუსულ პასპორტებს და განამტკიცებდა თავის სამხედრო შესაძლებლობებს.

ევროპის კავშირის კვლევა გასული აგვისტოს ომის ყველაზე ავტორიტეტული გამოძიებაა, რომელმაც გააჩანაგა საქართველო, ხოლო რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები პოსტ-ცივი ომის შემდგომ პერიოდში დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. რუსეთიც და საქართველოც ამტკიცებენ, რომ ისინი თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ და ორივე დედაქალაქში დღემდე შემორჩენილი გაღიზიანებით, მთელი ძალით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას მოწინააღმდეგის ქმედებები დააგმობინონ.

გამომძიებლები ზედმიწევნით იცავდნენ ანგარიშის კონტენტს, რომელსაც ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს ოთხშაბათს შუა დღისთვის წარუდგენენ და რომელიც ამის შემდეგ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება. მისიის სპიკერმა გამოქვეყნებამდე ანგარიშის კონტენტის განხილვაზე უარი განაცხადა.

იმით, რომ ორივე მხარეს დაადანაშაულებს, ანგარიში, როგორც სჩანს ვერ შეწყვეტს დებატებს იმის თაობაზე, თუ რომელ მხარეს ენიჭება საბოლოო პასუხისმგებლობა. სახელმწიფოების უმეტესობამ ანკლავებთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს მათი დამოუკიდებლობა. ევროპა და შეერთებული შტატები ერთნაირად აკრიტიკებენ კრემლს საქართველოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლისა და საფრანგეთის შუამავლობით დადებული იმ ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების დარღვევის გამო, რომელიც რუსეთს ჯარის ომამდელ პოზიციებზე გაყვანაში ავალდებულებდა.

მაგრამ გამოძიება იმით, რომ განსაზღვრავს, თუ ვინ დაიწყო ომი, ახალ სიტყვას იტყვის. სააკაშვილი ამბობდა, რომ სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქის დაბომბვის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა და სხვადასხვანაირად ხსნის ამ ნაბიჯის აუცილებლობას - ეს საჭირო იყო ქართულ სოფლებზე შეტევის შესაჩერებლად, რეგიონზე კონტროლის აღსადგენად, ან უკვე დაწყებული რუსული შეტევის მოსაგერიებლად. საქართველომ ასევე გაავრცელა სამხრეთ-ოსეთის მესაზღვრეების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. ამ ჩანაწერს უნდა დაედასტურებინა, რომ რუსეთის საჯავშნო შენაერთი სამხრეთ-ოსეთში, ცხინვალზე ქართულ შეტევამდე ერთი დღით ადრე შემოვიდა.

რუსეთის განცხადებებსაც ალბათ ყურადღებით შეისწავლიან. კრემლი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიჭრა, რასაც საფუძვლად დაედო მოსკოვის მიერ სეპარატისტული ანკლავების მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგება. რუსეთი, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპის მოშველიებით იმასაც აცხადებს, რომ ის იძულებული იყო გენოციდის შესაჩერებლად ემოქმედა.

რუსეთი იმასაც აცხადებს, რომ უფლება ჰქონდა დაეცვა სამხრეთ-ოსეთში ლეგალურად განლაგებული სამშვიდობო შენაერთები. ეს არგუმენტი უფრო მყარად გამოიყურება, მაგრამ გაურკვეველია სადამდე შეიძლება გავრცელდეს მსგავსი არგუმენტაცია, რადგან რუსულმა ჯარმა არა მხოლოდ სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთზე დაამყარა კონტროლი, არამედ საქართველოს ცენტრისკენაც დაიძრა და აქაურობა დაბომბა. მოგვიანებით მან ორივე ტერიტორიის დამოუკიდებლობა აღიარა, მათი საზღვრების დაცვის წინადადებით გამოვიდა და რეალურად საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი წაართვა.

კომისიამ, რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი უდგას სათავეში, გასულ დეკემბერს დაიწყო მუშაობა, იმ დებატების ფონზე, თუ რამდენად მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ევროპამ საქართველოს რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში. აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნები აცხადებდნენ, რომ საქართველოში მოსკოვის პოლიტიკა მისი სახიფათო ექსპანსიონისტური ტენდენციების გამოხატულებაა. ზოგიერთი დასავლეთ-ევროპაში სააკაშვილისადმი უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომელმაც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის აღდგენა, თავისი მმართველობის მიზნად გამოაცხადა.

დავა მას შემდეგ ჩაწყნარდა. შიდა ოპოზიციის მცდელობა დაემხო სააკაშვილის მმართველობა ჩაიშალა, ხოლო ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ურთიერთობების დასათბობად ფრთხილი ნაბიჯები გადადგეს. საქართველოს ლიდერების განცხადებით, რომლებიც დღემდე სარგებლობენ ვაშინგტონის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით, ისინი ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ სწრაფად და ძალისმიერად ვერ დაიბრუნებენ ტერიტორიებზე კონტროლს.

მაგრამ ამ ანგარიშს მაინც გარკვეული შფოთით ელიან. ის ომის წლისთავის წინ უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ახალი დოკუმენტების მოძიების გამო, ორი თვით გადაიდო. ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ კონფლიქტურ ზონებში განამტკიცებს პატრულირებას, რათა მოიგერიოს შესაძლო ძალადობა.

ორიგინალი
ნანახია: 420 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017