სამშაბათი, 26.09.2017, 04:56
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 3 » მნიშვნელოვანი ამონარიდები ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნიდან 23:38 - 02.10.2009 - პოლიტიკა
მნიშვნელოვანი ამონარიდები ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნიდან 23:38 - 02.10.2009 - პოლიტიკა
15:43
“რუსეთი საქართველოში სამხედრო მოქმედებებს “მშვიდობისთვის იძულების ოპერაციას” უწოდებდა, იმ დროს როდესაც საქართველო მას “აგრესიას” უწოდებდა.”

“2008 წლის 7 აგვისტოს ღამით 8 აგვისტომდე… სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში და მის შემოგარენში მძიმე სამხედრო მოქმედებები გაჩაღდა და მალე ის საქართველოს სხვა ნაწილებს მოედო.”

“ამან სერიოზული ნგრევა, ცალკეულ შემთხვევებში აბსოლუტური განადგურება გამოიწვია. საერთო ჯამში 850 ადამიანი დაიღუპა, 100 ათასზე მეტმა მშვიდობიანმა მოსახლემ კი საკუთარი სახლი დატოვა. მათგან დაახლოებით 35 ათასი ადამიანი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს.”

“ოპერაციები საქართველოს მხრიდან მასირებული საარტილერიო შეტევით დაიწყო. საქართველომ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი სამხრეთ-ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იყო.”

“მოგვიანებით მან საკუთარი ქმედებების გამართლებისთვის რუსეთის საეჭვო ინტერვენცია დაიმოწმა. საქართველოს განცხადების თანახმად… სამხრეთ-ოსეთში რუსული სამხედრო ძალების მობილიზება, კერძოდ კი სამხედრო და სამედიცინო პერსონალის, კარვების, დაჯავშნული ავტომობილების, ტანკების, თვითმავალი არტილერიისა და საარტილერიო აღჭურვილობის რაოდენობის გაზრდა - 2008 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო და მთელი აგვისტო გრძელდებოდა.”

“მისია ვერ ახერხებს ქართული მხარის ჩვენებების საფუძვლიანობის დადასტურებას, რომელთა მიხედვითაც სამხრეთ-ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მასობრივი შეჭრა 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა.”

“რუსული მხარე თავის სამხედრო ინტერვენციას ოსური მოსახლეობის გენოციდის აღკვეთის სურვილით ხსნის, რომელსაც თითქოს ქართული შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ, ასევე სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისა და ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ სამშვიდობო კონტიგენტში მოსამსახურე რუსი სამხედროების დაცვის მოტივით.”

“საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-დან 8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვამ, სათავე დაუდო საქართველოში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას, თუმცა ის მხოლოდ კულმინაცია გახლდათ, რასაც წინ უძღოდა მზარდი დაძაბულობის და გახშირებული პროვოკაციებისა და ინციდენტების ხანგრძლივი პერიოდი. უდაოა, რომ კონფლიქტის ფესვები რეგიონის ისტორიიდან, ეროვნული ტრადიციებიდან და ხალხების მისწრაფებებიდან, ასევე საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული წარმოდგენებიდან, კერძოდ კი ერთმანეთზე არასწორი შეხედულებებიდან მოდის, რომელთა გაქარწყლებაც არასდროს უცდიათ, სამაგიეროდ ხშირად იყენებდნენ საკუთარ ინტერესებში.”

“ჩნდება კითხვა: იყო თუ არა სამხრეთ-ოსეთში საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენება… კანონიერი ქმედება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. არა, არ იყო (მოსკოვთან არსებული სამშვიდობო შეთანხმებების გათვალისწინებით).”

“შეუძლებელია იმის აღიარება, რომ ცხინვალის დაბომბვა… “გრადის” რეაქტიული სისტემების ქვემეხებით და მძიმე არტილერიის გამოყენებით პროპორციული რეაქცია და (სამხრეთ-ოსეთის) დასახლებების დაცვის აუცილებელი პირობა და პროპორციული რეაქცია იყო.”

“საქართველოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ-ოსეთში, 7-დან 8 აგვისტოს ღამით, ქართული შეტევის დაწყებამდე იქ ადგილი ჰქონდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან ყოფნას, არ დადასტურდა.”

“ასევე არ დადასტურდა ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი ასეთი სერიოზული თავდასხმისთვის ემზადებოდა. ვერ იქნა მოძიებული მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ-ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ აშკარა უდიერ დამოკიდებულებას… და ეს შესაბამისად შეიძლება მათთვის იურიდიული სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი გამხდარიყო.”

“როგორც სჩანს, რუსეთის არმიის ქმედებები დიდწილად თავდაცვის გონივრულ საზღვრებს გასცდა.”

“ეს შეფასება სამართლიანია ყველა მასირებული და დროში გახანგრძლივებული სამხედრო მოქმედებების მიმართ, ისეთების ჩათვლით, როგორებიცაა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დაბომბვა, საქართველოს მოშორებულ რაიონებში ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გადაადგილება, დიდ ქართულ ქალაქებსა და მათ შემოგარენში სამხედრო ნაწილების განთავსება, ძირითად მაგისტრალებზე კონტროლის მოპოვება, შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალების გამოყენება.”

“მეტიც, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არანაირი გამართლება არა აქვს.”

Associated Press; თარგმანი: foreignpress.ge
ნანახია: 841 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017