კვირა, 19.11.2017, 05:58
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » რუსეთი იცინის - ევროკავშირი სააკაშვილს აკრიტიკებს
რუსეთი იცინის - ევროკავშირი სააკაშვილს აკრიტიკებს
19:47
სიმუს მარტინი

იმ წარსული დღეების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტები კლინტონი და ელცინი 1990-იანი წლების სამიტებზე ერთად ქირქილებდნენ, რუსეთს საერთაშორისო სცენაზე მისი საუკეთესო სამი თვე დაუდგა

გარდა იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო ფარის განთავსების გეგმას გადახედა, მან ფაქტობრივად გამორციხა უახლოეს მომავალში უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ახლა კი, ამ ყველაფერს გერმანული ჟურნალის Der Spiegel-ის თანახმად კიდევ ერთი “ბედნიერება” დაემატა. ჟურნალში ბრიუსელის დიპლომატიური წყაროებიდან ინფორმაციამ გაჟონა, რომ ევროკავშირის დასკვნა რუსეთთან შარშანდელი აგვისტოს ომის დაწყებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაადანაშაულებს.

როგორც მოსალოდნელია, რუსეთს სააკაშვილის უგუნურ თავგადასავალზე საპასუხო ნაბიჯის მასშტაბურობის გამო გააკრიტიკებენ, მაგრამ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ სწორედ საქართველოს ლიდერი აღმოჩნდება. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მისი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შიდა პოლიტიკურ ზეწოლას გადაურჩებიან, მაგრამ სააკაშვილი, თავისი წინდაუხედავი ქმედებების გამო საკუთარ ქვეყანაში უკვე იქცა ოპოზიციური ძალებისგან სასტიკი თავდასხმების ობიექტად.

თუკი Der Spiegel-ის ცნობები სარწმუნოა, ევროკავშირის ანგარიში მის პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანს დააჭედებს.

ივლისში, მოსკოვში ობამამ ნატო-ში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებაზე, როგორებიც უკრაინა და საქართველო არიან, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან სთქვა - “ნებისმიერ ქვეყანას, იმისთვის რომ ნატო-ს მსგავსი ორგანიზაციის წევრი გახდეს, ესაჭიროება რომ მაგალითად ამას მისი მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობოდეს, მათ რეფორმები უნდა გაატარონ, უნდა შეეძლოთ ალიანსის მისიაში თავიანთი წვლილის შეტანა.”

“და ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა: ნატო რუსეთთან თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის ძიებაში უნდა იყოს.”

დიდი ხნის განმავლობაში, პერიოდულად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან ცხადი იყო, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ სურდა ნატო-ს წევრობა, შესაბამისად ქვეყანა, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დასახელებული პირობის მიხედვით, დღევანდელ დღეს არ იმსახურებს ალიანსის წევრობას.

რაც შეეხება საქართველოს, სააკაშვილის მმართველობის დროს, რუსეთთან კონფრონტაცია მისი პოლიტიკის გამორჩეული ნაწილი გახლდათ.

მოკლედ რუსეთს, მის მიერ საფრთხედ აღქმულ “ანტი-სარაკეტო რაკეტას” საზღვრებიდან მოაშორებენ, ობამას მიერ მოსკოვში გახმოვანებული დოქტრინით, ასევე მოსკოვის ნატო-ზე ნერვიულობის საფუძველიც შემცირდა, რომელიც მას ახლო მეზობლების საქართველოს და უკრაინის სახით უახლოვდებოდა და ევროკავშირი მის მოსისხლე მტერს სააკაშვილს დატუქსავს.

ძალიან მალე აშშ და მისი მოკავშირეები ამ პოლიტიკის შედეგებს მიიღებენ. მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ კალინინგრადში რაკეტებს არ განათავსებს. კალინინგრადი რუსეთის ტერიტორიაზე, პოლონეთსა და ლიტვას შორის მდებარე პატარა ტერიტორიაა.

გასულ კვირას, ნიუ-იორკში გაერო-ში, ობამა და მედვედევი თითქოს ყველა საკითხზე შეთანხმებულები იყვნენ.

იმ დროს, როდესაც ირანის წინააღმდეგ სანქციების მიღებას ჩინეთი ღიად დაუპირისპირდა, მედვედევმა განაცხადა, რომ ამგვარი სანქციები ზოგიერთ გარემოებებში მისაღებია.

ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ კონფრონტაცია, რომელიც ჯორჯ ბუშის და განსაკუთრებით დიკ ჩეინის მმართველობის დროს არსებობდა, განმუხტვის ახალი პერიოდით შეიცვლება, თუმცა წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება იქნება გადასალახი, რადგან ცივი ომის რაინდები ორივე მხარეს არიან, ისინი პროცესის ჩიხში მოსაქცევად ყოველთვის მომზადებულები იქნებიან.

წყაროები იტყობინებიან, რომ რუსეთში უკვე საუბრობენ მედვედევსა და პუტინს შორის დაძაბულობაზე, რომლებმაც მინიშნება გააკეთეს, რომ 2012 წლის არჩევნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. დღევანდელ დღეს რუსულ საზოგადოებას პუტინი შეიძლება უფრო მოსწონდეს, მაგრამ როგორც ჰაროლდ ვილსონმა სთქვა, ერთი კვირა პოლიტიკისთვის ხანგრძლივი დროა, სამი წელი კი მარადისობაა.

ორიგინალი
ნანახია: 424 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017