კვირა, 19.11.2017, 05:42
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » რუსეთის ნატოში გაწევრიანება - ახალი ”ცივი ომის” თავიდან აცილების საშუალება
რუსეთის ნატოში გაწევრიანება - ახალი ”ცივი ომის” თავიდან აცილების საშუალება
19:42
ტონი ჰელპინი

ახლა, როდესაც აშშ და რუსეთი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსებაზე ჩხუბის შემდეგ, შერიგდნენ, ახალი “ცივი ომის” პრევენციისთვის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი - რუსეთის ნატოში გაწევრიანება იქნება.

ბოლო წლებში თითქმის ყველა დაძაბული მომენტი, რომელიც ხელს უწყობდა დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებას, უშუალოდ იყო დაკავშირებული რუსეთის შიშებთან, რომ ნატო მის საზღვრებთან ახლოვდებოდა. ეს თემა აქტუალობას დაკარგავს, თუკი რუსეთი თავად გახდება ალიანსის წევრობის კანდიდატი.

ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ნატოს სწრაფად დათანხმებაც კი არ მოუწევს. თავისთავად წინადადება მოწვევაზე უკვე გახდებოდა სერიოზული სტიმული მოსკოვისთვის, გადაეხედა თავისი მტრული დამოკიდებულებისთვის ბალტიის ქვეყნების, უკრაინის და საქართველოს, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენების კვლადაკვალ, პოლონეთის მიმართ, რადგან მათგან მხარდაჭერის მოპოვება აუცილებელი პირობაა პატიებისა და ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის.

ეს თავად ნატოსთვისაც გამოცდა იქნება. ალიანსის საზღვრებში რუსეთთან ერთად მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მოექცევა, რითაც დასრულდება ბლოკის ტრანსფორმაცია ორგანიზაციიდან, რომელიც დიდ წილად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული - ისეთ კავშირად, რომელიც უშუალოდ დაინტერესებული იქნება, როგორც ეს ავღანეთის მაგალითზე ჩანს, გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

გასულ კვირას, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს ახალი გენერალური მდივნის ამპლუაში თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ალიანსისთვის აუცილებელია, რომ რუსეთი “ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს”. ნატოს წევრობა კი სწორედ მუდმივ მონაწილეობას ნიშნავს.

დაძაბულობის განმუხტვისთვის პრეზიდენტი მედვედევი ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ინიციატივით გამოვიდა. მაგრამ ნატოს წევრი-სახელმწიფოების უმრავლესობას ველოსიპედის გამოგონება არ სურს - ნაწილობრივ რუსული მოტივებისადმი უნდობლობის გამოც.

თუმცა, ნატოში წევრობაზე განაცხადი ალიანსის ქვეყნებს დააფიქრებდა მოსკოვის იმ ნაკლზე, რასაც მისი მერყეობა ჰქვია. გარდა ამისა, რუსეთიც და უკრაინაც ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყნებს შორის ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბედთან დაკავშირებულ დაძაბულობას შეასუსტებდა.

თუკი მოსკოვის ჭეჭმარიტ მიზანს, როგორც ეს ბევრ უკრაინელს მიაჩნია, ყირიმის დაბრუნება წარმოადგენს, ამით რუსული ამბიციები ქვეყნის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებებით (რაც აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდამხარებას გულისხმობს) მოითოკებოდა.

იგივე შეიძლება ითქვას, რუსულ ბაზებზე საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. დღევანდელ დღეს რუსეთს მათზე უარის თქმის არანაირი მოტივი არ აქვს, თუმცა პოტენციური სარგებლის თვალსაზრისით, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრობით მიიღებს, მას ამის გადაფასება მოუხდება.

რუსეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების სრულ რესტრუქტურიზაციას შეუდგა, რათა ის თანამედროვე ანუ ნატოს სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. რამდენად მარტივი იქნებოდა ამის განხორციელება ნატოს დახმარებით, ალიანსთან ინტეგრაციისთვის მომზადების პროცესში?

ნატოს წევრობა მოსკოვს იმის გარანტიას მისცემს, რომ ევროპის კონტინენტთან დაკავშირებული არცერთი გადაწყვეტილება მისი თანხმობის გარეშე მიღებული არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გავლენის იმ ხარისხს მიიღებს, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.

2001 წელს, სლოვენიაში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან მისი პირველი სამიტის დროს ვლადიმერ პუტინმა მოყვა, რომ 1954 წელს საბჭოთა კავშირმა ნატოს საიდუმლოდ მიმართა ინიციატივით, ის ორგანიზაციაში მიეღოთ. კითხვაზე გაწევრიანდებოდა თუ არა ალიანსში, პუტინმა თქვა “რატომაც არა?”

ახსნა რა რომ რუსეთი ნატოს “მტრულ ორგანიზაციად” არასდროს განიხილავდა, პუტინმა შეერთებულ შტატებზე მომდევნო ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა: “როდესაც დიდი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას რუსეთში პარტნიორის და შესაძლოა მოკავშირის დანახვა სურს, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს”.

ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ პრეზიდენტ ობამას მხრიდან რუსეთთან ურთიერთობაში “გადატვირთვისკენ” გადადგმული ნაბიჯები იმის ტესტირების შესაძლებლობას იძლევა, თუ რამდენად აწყობს მოსკოვს ნატოს ფარგლებში მოკავშირე გახდეს.

ნატოს წევრობაზე განაცხადი კრემლის ავტორიტარიზმის “ჯიბის” ადვოკატების მიერ გავრცელებულ მითს დაანგრევდა იმის თაობაზე, რომ ნატო - ანტირუსული ორგანიზაციაა. თუკი უსაფრთხოებაზე ნერვიულობა დღის წესრიგიდან გაქრება, რუსეთში დემოკრატიის საკითხს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა.

ორიგინალი
ნანახია: 445 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017