შაბათი, 16.12.2017, 13:46
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » რუსულ-ქართული ომის შესახებ ევროკავშირის ინიციატივით მომზადებული ანგარიში ბრალდებებს გაყოფს
რუსულ-ქართული ომის შესახებ ევროკავშირის ინიციატივით მომზადებული ანგარიში ბრალდებებს გაყოფს
19:43
ატო ლობიაკასი

ბრიუსელი - ევროკავშირის იმ ოფიციალური პირის თქმით, ვინც იცნობს დოკუმენტს, ანგარიში, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ და რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ხუთღიანი ომის გამომწვევ მიზეზებს იკვლევდა, ბრალდებას ორ მხარეს შორის გაყოფს.

ანგარიშს, რომელზეც შვეიცარელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავიანის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა, 30 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებს წარუდგნენ და შემდეგ საჯაროდ გაავრცელებენ.

არსებობს მოლოდინი, რომ “ტალიავინის ანგარიშის” გამოქვეყნება ერთგვარი იმედგაცრუების მიზეზი გახდება.

ევროკავშირის ელჩებს მოკრძალებულ ლანჩზე ანგარიშის შინაარსს მოკლედ მოახსენებენ. 500 გვერდიანი დოკუმენტის გადაცემის აღსანიშნავად არავითარი ფორმალური ცერემონია არ გაიმართება. ანგარიშის შინაარსის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დისკუსიას არ ჩაატარებენ და მის დასკვნებთან დაკავშირებით ევროკავშირი ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.

თუ ევროკავშირს რაიმე სურს, ეს საკითხის დახურვაა, ვარაუდობენ ოფიციალური პირები. ბლოკი დარწმუნებულია, რომ არავისთვის იქნება მომგებიანი ურთიერთბრალდებების გაჭიანურება. მას სურს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელშიც საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი დასამხრეთ ოსეთი მონაწილეობენ, წარმატებას მიაღწიოს, დაძაბულობა ჩააცხროს და ლტოლვილებს შინ დაბრუნების საშუალება მისცეს.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ მისი აზრით, ანგრიში, რომელიც ჯერ არ უნახავს, არაფერს “ძირეულად” ახალს არ შეიცავს.

“მე შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩემი რწმენით, ახლა, ომიდან ერთი წლის შემდეგ და მას მერე, რაც საკითხთან დაკავშირებით საკმაო რაოდენობის კვლევა და ანგარიში გამოქვეყნდა, ძირითადი მოვლენები საკმაოდ კარგადაა ცნობილი” - ამბობს სემნები - “მე ველი, რომ ეს კვლევა, ალბათ, ახალ ფაქტებს გამოამზეურებს, მაგრამ გამიკვირდებოდა, თუ მათ შორის რაღაც ისეთს აღმოვაჩენდი, რაც ძირეულად შეცვლიდა მოვლენათა განვითარების ჩვენეულ ხედვას”.

კერძო საუბრებში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა რადიო “თავისუფლებას” უთხრეს, რომ ანგარიში არ იქნება ცალმხრივი და არ დაადანაშაულებს მხოლოდ საქართველოს, როგორც ამას ადრე გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით ვარაუდობდნენ. რეალურად ანგარიში საქართველოსა და რუსეთს თითქმის ერთნაირად დაადანაშაულებს.

როგორც მოსალოდნელია, ანგარიში საორიენტაციოდ მოვლენათა დასავლურ ხედვას გაყვება. ამ ხედვის თანახმად, საქართველომ დიდი ხნის და სასტიკ რუსულ პროვოკაციებზე ზედმეტად მწვავედ ირეაგირა. მართალია საქართველოს ჯარმა შესაძლოა პირველმა ისროლა, მაგრამ სწორედ რუსეთი ერეოდა აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთის ტერიტორიების საქმეებში. ამან გამოიწვია ის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ომით დასრულდა. საქართველოს ოფიციალური პირები, როგორც ჩანს, შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ მათ გარკვეულ ბრალეულობას დააკისრებენ. თუმცა ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ თბილისის რწმენით, “კანონი მათ მხარეზეა”. ოფიციალურმა პირმა ის იგულისხმა, რომ რუსეთის ჩარევას საქართველოს საქმეებში დიდი ხნის იტორია აქვს და აღნიშნა, რომ “ომი 2008 წლის 7 აგვისტოს არ დაწყებულა”.

ურთიერთბრალდებები მოსალოდნელია

დღემდე მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ მისდიეს რუსეთის მაგალითს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. რუსეთის ბრალდებები სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ჩადენილი გენოციდისა და სხვა სამხედრო დანაშაულების შესახებ, უსაფუძვლო აღმოჩნდა.

საქართველოს ახლა რუსეთთან მომქანცველ ცივ ომს ელის. ზემოთ ნახსენებმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველო და რუსეთი, ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ურთიერთბრალდებებს გაცვლიან, თუმცა პროცესი საბოლოოდ ჩაცხრება.

ასეთია ძირითადად ევროკავშირის მოლოდინიც.

პიტერ სემნების თქმით, ბლოკი დოკუმენტის ინტერპრეტაციას სხვებს დაუთმობს.

“ეს რაღა თქმა უნდა, არ არის საბოლოო ჭეშმარიტება ომზე, არამედ ის დანახულ უნდა იქნას, როგორც წინ წამოწევა ფაქტებისა, რომლებიც კომპლექსურ მოვლენათა მთელ წყებას უკავშირდება და რომლებიც რეალურად გასული წლის აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო”.

ომის დასრულებას 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირმა შეუწყო ხელი და ახლაც ჟენევის მოლაპარაკებებზე ის საკვანძო მედიატორის როლს ასრულებს.

მაგრამ ბლოკის ინტერესები ბევრად უფრო ფართოა. მას რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები სჭირდება . ევროკავშირი მოსკოვს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. მისი ენერგომომარაგება ბლოკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მოსკოვთან მისი თანამშრომლობა სხვა სფეროებში.

საქართველო, თავის მხრივ, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საკვანძო ნაწილად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პოზიცია ომის შემდეგ ევროკავშირის თვალში შეირყა, და ამ ფაქტს ქართველი ჩინოვნიკებიც აცნობიერებენ, ბლოკს კვლავინდებურად უნდა ქვეყნის დახმარება.

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია, რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ სადემარკაციო ხაზებზე პატრულირებს, ერთადერთი საერთაშორისო ძალაა კონფლიქტურ ზონებში. ამ წლის დასაწყისში რუსეთმა მოახერხა სამხრეთ ოსეთიდან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურეთა და აფხაზეთიდან გაეროს მონიტორების გაძევება.

ამავე დროს საქართველოს იმედი, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში შეერთებული შტატებიც ჩაერთვებოდა, გაქრა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მაგალითად საფრანგეთის პროტესტი, რომელიც იმით იყო გამოწვეული, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გამწვავებას უფრთხოდნენ, იდეის თაროზე შემოდების მიზეზი გახდა.

ახლად შექმნილი რეალობის შესაბამისად, ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოლოდინებმაც იკლო. ახლა საქართველოს ხელისუფალთათვის მათავრი ეკონომიკური დახმარების პროგრამაა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფრონტს, თბილისმა იცის, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ევროკავშირი ახლა თავისი საკონსტიტუციო მომავლითაა შეშფოთებული და ელის, რომ საკითხი ამ რამდენიმე თვეში გადაიჭრება. შვედეთის შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტობას ექვსი თვით ესპანეთი ჩაიბარებს, მას ბელგია მოყვება. არც ერთი ეს ქვეყანა არ არის ისე დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნირობის პროგრამით, როგორც შვედეთი. ასე რომ თბილისს, ევროკავშირის ყურადღების არელაში დასარჩენად, რთული ბრძოლა დასჭირდება.

შესაბამისად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ევროკავშირისგან მხარდაჭერის შესახებ სიგნალებს დაელოდონ.

ორიგინალი
ნანახია: 434 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017