22:33
10:02 05.09.09 - „სომხეთმა „ნაბუქოში“ შესაძლოა საქართველო ჩაანაცვლოს“
სომხეთი, შესაძლოა, გაზსადენ „ნაბუქოს“ პროექტის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.

ამის შესახებ თურქული გაზეთი Star-ი კონფიდენციალურ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

წყაროს მტკიცებით, ანკარამ, რომლის ურთიერთობები ერევანთან ბოლო პერიოდში ნელ-ნელა თბება, შესაძლოა, ამ პროექტში სომხეთის შესვლას დაუჭიროს მხარი.

დასახელებული გაზეთი ამტკიცებს, რომ სომხეთმა შესაძლოა ტრანზიტული სახელმწიფოს რანგში „ნაბუქოს“ პროექტში საქართველო ჩაანაცვლოს. მიზეზად კი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გაძლიერება სახელდება.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანს.

ერთ-ერთი სომეხი ექსპერტის შეფასებით, თუ სომხეთი და თურქეთი ამის მიღწევას შეძლებენ, ისინი ნობელის პრემიის კანდიდატებად უნდა დასახელდნენ.

მიმომხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ ახალ რეალობებში თურქეთმა, შესაძლოა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში ბროკერის როლი შეასრულოს.

„კომერსანტი“
ნანახია: 764 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]