16:11
10:06 03.10.09 - მოსკოვი ვაშინგტონს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემ
მოსკოვი ვაშინგტონს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში ხელის შეშლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოხუმში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „აშშ არათუ არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არამედ ყველანაირად შეეწინაღმდეგება სხვა სახელმწიფოების მიერ მათ აღიარებას“.

„რუსეთს არასოდეს უცდია, ვინმე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე დაეთანხმებია. დარწმუნებული ვარ, თავად ცხოვრება გვიჩვენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში“, - განცხადა ლავროვმა. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სხვადასხვა სახელწიფოების მიერ მათი აღიარების კვალდაკვალ გაერო-ში შესვლას შეძლებენ“, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ „თუ ამერიკელი პარტნიორები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეწინააღმდეგების გაწევას აპირებენ, მაშინ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს“.

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეწინააღმდეგებით მცდელობებს, თავს მოახვიონ სუვერენულ სახელმწიფოებს საკუთარი აზრი და გადაწყვეტილებები არა საკუთარი უფლებით, არამედ სხვათა კარნახით მიაღებინონ“, - განაცხადა ლავროვმა.


„პირველი“
ნანახია: 840 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]