16:22
10:30 03.10.09 - იაპონიის მთავრობა საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებას დააფინანსებს
იაპონიის მთავრობა საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებას დააფინანსებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მოსამზადებელი კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელმა ეიჯი ასამმა სამინისტროში ხელი მოაწერეს „საქართველოში მზის ელექტროსისტემის გამოყენების მეშვეობით სუფთა ენერგიის ხელშეწყობის“ განზრახულობათა ოქმის პროექტს.

იაპონურ-ქართული პროექტი 2010 წლიდან დაიწყება და იაპონიის მთავრობა საქართველოში მზის ენერგიის ახალი ტექნოლოგიების პროექტის დანერგვისთვის 5 მლნ ლარს გამოყოფს. პროექტის მიზანია, სუფთა ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება ფოტოელექტრო (PV) სისტემის დამონტაჟების მეშვეობით, რომელიც მაღალი ძაბვის ეროვნულ ქსელში იქნება ჩართული.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას ასეთი აქტიური თანამშრომლობისთვის, ასევე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს ეიჯი ასამს და იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მზის განახლებადი ენერგიის დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრმა გოგა ხაჩიძემ იაპონიის მთავრობის, იაპონიის საერთაშორისო განვითარების ფონდის (JICA) და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა 28 სექტემბერს გამართა.

„ინტერპრესნიუსი“

ნანახია: 904 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]