16:20
10:53 03.10.09 - საერთაშორისო სავაჭრო პალატამ აფხაზეთს წევრობაზე უარი უთხრა
საერთაშორისო სამრეწველო-სავაჭრო პალატამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო პალატას წევრობაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზეა შედგენილი.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატა არ აპირებს საკუთარ რიგებში სეპარატისტული ორგანიზაციის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ სოხუმმა განაცხადა, რომ აფხაზეთის სავაჭრო პალატა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა.

„კომერსანტი“
ნანახია: 881 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]