22:43
11:33 26.09.09 - საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 191 დელეგატმა მიიღო, რომელთაგან 183-მა ხმა ირაკლი პეტრიაშვილს მისცა. სამი მის წინააღმდეგ წავიდა, ხუთი ბიულეტენი კი საარჩევნო კომისიამ ბათილად სცნო.

შედეგების მიხედვით, პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარე კიდევ 4 წლის მანძილზე იქნება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი პირველად 2005 წელს გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ირაკლი ტუღუში შეცვალა.

„პირველი“
ნანახია: 820 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]