22:26
12:02 05.09.09 - რუსეთის ფედერაციამ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია დაიწყო
[”ინტერპრესნიუსი”]
რუსეთის ფედერაციამ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსული ”სპეცსტროის” ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი აბროსკინმა განუცხადა.

- ”ამ დროისთვის ცხინვალში ვამთავრებთ, დაახლოებით, 100 ობიექტის აღდგენასა და მშენებლობას. უკვე შევუდგებით როკის გვირაბის რეკონსტრუქციასაც”, - აღნიშნა მან.

რუსმა გენერალმა დააზუსტა, რომ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია 2010 წლის ბოლომდე დასრულდება.

მისივე თქმით, ”სპეცსტროი” აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
presa.ge
ნანახია: 868 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]